მაზანდარის მღვიმე
იერსახე
| მაზანდარის მღვიმე | |
|---|---|
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| აბსოლუტური სიმაღლე | 260 მ |
| სიგრძე | 20 მ |
| ამგებელი ქანები | კონგლომერატი |
მაზანდარის მღვიმე — მღვიმე საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა მაზანდარაში, მდინარე ჭანისწყლის (მდინარე ხობისწყალის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 260 მ. გამომუშავებულია ნეოგენური ასაკის სუსტად შეცემენტებულ კონგლომერატებში. მღვიმე დახშულია, სიგრძე 20 მ. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, მექანიკური ნალექებიდან — წვრილმარცვლოვანი თიხა-ქვიშის ფენა ფსკერზე. მღვიმის შესასვლელში ტემპერატურაა 19.7 °C, ბოლოში კი — 14.6 °C; ჰაერის შეფარდებითი სინოტივე — 98 %. გამოედინება მცირედებიტიანი ნაკადი. მღვიმეში შეღწევა ადვილია.