მავროკორდატოს სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მავროკორდატოს სახლი
რუს. Дом Маврокордато
კოორდინატები 47°12′57″N 38°55′50″E / 47.215719° ჩ. გ. 38.930424° ა. გ. / 47.215719; 38.930424
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი 1830-იანი წლები

მავროკორდატოს სახლი (რუს. Дом Маврокордато) — ძველი სართულნახევრიანი სახლი ტაგანროგში. სახლი აგებულია 1830-იანი წლებში. 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 ბრძანების შესაბამისად სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 101.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სართულნახევრიანი სახლი ტაგანროგში, რომელიც მდებარეობს ბერძნების ქუჩა ნომერ 101-ში აგებულია 1830-იან წლებში. მის ფასადზე შვიდი სარკმელია ნახევრად კოლონებით და პილასტრებით. შენობის პილასტრები შესრულებულია ლურჯ ფერში, ხოლო მცირე არქიტექტურული დეტალები თეთრად.

1870-იანი წლებიდან სახლის მფლობელი იყო ტაგანროგელი ვაჭარი ანტონ სარანდინაკი, შემდეგ საბერძნეთის ქვეშევრდომი ეკატერინა კალვოკორესი. 19 წლის ეკატერინა ცოლად გაჰყვა 35 წლის ბერძენ მიხეილ ივანეს ძეს. 1867 წელს, როგორც მეჯვარე კალოკორესის მეუღლისა, ბერძნულ ეკლესიაში ივანეს შვილის ნათლობას ესწრებოდა ტეოხორიდების ოჯახში დაბადებული პირველი გილდიის ვაჭარი დიმიტრი ნეგროპონტე, რომელიც დაოჯახებული იყო კოლეჯის რეგისტრატორის შვილზე ელენა ავერინოზე.

XIX საუკუნის დასაწყისში საკუთრება შეიძინა საბერძნეთის მოქალაქემ მატვეი მავროკორდატომ. მისი მამა სტომატი (დაბადებული 1830 წ.) და დედა ვირგინია ავერინო (დაბადებული 1841 წ.) დაქორწინდნენ 1858 წლის იანვარში ბერძნულ ეკლესიაში.

სახლი ახალმა მფლობელმა გააქირავა ოთახებად და კანტორებად. 1910-იან წლებში აქ ცხოვრობდა ნაფიცი რწმუნებული ივანე კორსუნი.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1925 წლამდე სახლი იყო ვაჭრების მ. და ი. ბერკოვიჩების კუთვნილება.

ამჟამად ეს არის საცხოვრებელი სახლი პრივატიზირებული ოთახებით და კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური მნიშვნელობის ძეგლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гаврюшкин О. П. По старой Греческой... (Хроника обывательской жизни). — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с. — ISBN 5-901565-15-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]