შინაარსზე გადასვლა

მაე კოსტელო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაე კოსტელო
დაბადების თარიღი 13 დეკემბერი, 1882
ბრუკლინი, ნიუ იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 1929(1929-12-02)
კალვარი სასაფლაო, აღმოსავლეთი ლოს-ანჯელესი
საქმიანობა სცენისა, კინოს მსახიობი
აქტიური 1911–1917
მეუღლე(ები)

მორის კოსტელო

(დაქორწინებული 1902 წ, განქორწინებული 1927 წ)

მაე კოსტელო ინგლ. Mae Costello; დ. 13 აგვისტო, 1882; 2 აგვისტო, 1929 — ამერიკელი სცენისა და კინოს მსახიობი მე-20 საუკუნის დასაწყისში.

მაე დაიბადა ბრუკლინში, ნიუ იორკში, კეტრინ (მშობლიური გვარი კალენდერი) და ლუის ალტშუკის (დაბ. 1855), ბავარიელი ემიგრანტის ოჯახში.[1] ყმაწვილობის ასაკში, მან დაიწყო სცენაზე გამოსვლა სხვადასხვა თეატრალურ კომპანიებში მთელი ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით.

1902 წელს იგი დაქორწინდა მსახიობ მორის კოსტელოზე.[2] მათ ჰყავდათ ორი ქალიშვილი, დოლორეს კოსტელო და ჰელენ კოსტელო, ორივე წარმატებული კინომსახიობი გახდა. წყვილი დაშორდა 1910 წელს და განქორწინება მოხდა 1927 წელს.[3]

კოსტელო კინოში გამოჩნდა 1910-იან წლების დასაწყისში, გაწერილი როგორც „მისის კოსტელო“, ასრულებდა როლებს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც იყვნენ ჯონ ბანი, ფლორა ფინჩი, ვოლას რეიდი, ფლორენს ტერნერი, ანტონიო მორენო, ბობი კონელი და კლარა კიმბალ იანგი, ასევე მისი ქმარი და ქალიშვილები.

1929 წელს კოსტელო გულის დაავადებით გარდაიცვალა და დაკრძალეს კალვარი სასაფლაოზე, აღმოსავლეთი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია.[4]

  • The Money Mill - Mrs. King (1917)
  • Her Right to Live - Mrs. Biggs (1917)
  • When a Woman Loves - Mrs. King (1915)
  • The Taming of Betty - Mrs. Cutler (1913)
  • The Spirit of the Orient (1913)
  • The One Good Turn (1913)
  • The Mills of the Gods - The Nurse (1912)
  • Diamond Cut Diamond - The Telephone Operator (1912)
  • Her Crowning Glory - The Nurse (1911)
  1. "[IMDBPHP2 v2.1.2 Demo]". Archived from the original on 2012-04-26. Retrieved 2011-12-18
  2. Stein Hoffman, Carol.The Barrymores: Hollywood's First Family. University Press of Kentucky, 2001. ISBN 0-8131-2213-9
  3. Stein Hoffman, Carol.The Barrymores: Hollywood's First Family. University Press of Kentucky, 2001. ISBN 0-8131-2213-9
  4. "MRS. MAE COSTELLO DEAD.; Mother of Two Film Stars Dies Suddenly of Heart Disease. (Published 1929)". The New York Times. 3 August 1929.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]