მაეჟანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მაეჟან სპასპეტი)

მაეჟან სპასპეტილეონტი მროველის თანახმად, ქართლის სპასპეტი IV საუკუნეში. მოღვაწეობდა ასფაგურ მეფის დროს, რომლის გარდაცვალებითაც დასრულდა ფარნავაზიანთა მეფობა ქართლში. ასფაგურს მხოლოდ ასული დარჩა, რომლისთვისაც ქმრად ქართლის ერისთავებმა მაეჟანის თაოსნობით ირანის შაჰის ძე მირიანი მოიწვიეს. ლეონტი მროველის აზრით, ამით დაედო ქართლში საფუძველი ხოსროიანთა დინასტიას.

ვიკიციტატა
„მაეჟან სპასპეტი იყო ჟამსა ასფაგურ მეფისა სრულიად ივერიის მპყრობელისასა და მირიან პირველის მეფობასიცა მოესწრა. ესე მაეჟან ქრისტესით დასასრულსა მესამისა ასწლეულისა საუკუნეს იყო, ესე იყო ბუნებით ქართველი, სწავლულიცა და მეისტორიე, სპასალარი მეფეთა წინაშე, რომელ არს ფელდ-მარშალი.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 344.
  • თეიმურაზ ბატონიშვილი, „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“, გვ. 33