მადნეულის სპილენძ-ტყვია-თუთიის საბადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მადნეულის საწარმო

მადნეულის სპილენძ-ტყვია-თუთიის საბადო, საშუალო სიღრმის დაბალტემპერატურული, ჰიდროთერმულ-მეტასომატური საბადო. მდებარეობს ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთის მახლობლად. საბადო განლაგებულია ზედაცარცულ ვულკანოგენურ წყებაში (ძირითადად საშუალო და მჟავა შედგენილობის ტუფები, ტუფბრექჩიები, ტიფიტები და მათი გამკვეთი სხვადასხვა ტიპის ლიპარიტები და დაციტები). საბადოს რაიონში გავრცელებულია ჰიდროთერმული მეტასომატიტები — პროპილიტები და მეორეული კვარციტები. ამ უკანასკნელთანაა დაკავშირებული ბარიტ-პოლიმეტალური და სპილენძ-სულფიდური მინერალიზაცია.

გამადნება წარმოადგენს ძირითადად ლინძისებრ სხეულებს, რომლებიც სიღრმეში ძარღვისებრ სხეულებში გადადის. მადანთა ტიპების განაწილებაში დადგენილია ვერტიკალური ზონალურობა, ზევიდან ქვევით ერთმანეთს ენაცვლება: ბარიტის, ბარიტ-ტყვიის, ბარიტ-პოლიმეტალური, ბარიტ-სპილენძ-თუთიის, სპილენძ-თუთიის და სპილენძ-კოლჩედანური მადნები. ძირითადი მადნეული მინერალებია: ქალკოპოროტი, პირიტი, სფალერიტი, გალენიტი და ბარიტი. მადნეულის სპილენძ-ტყვია-თუთიის საბადოს ბაზაზე მუშაობს მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი.

საბადოს პირველაღმომჩენი: კონსტანტინე აბაშიძე, მას მიღებული აქვს სსრკ-ის საპატიო წოდება - Первооткрыватель месторождения

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]