მადამ უოლკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მადამ უოლკერი
Madam CJ Walker face circa 1914.jpg
მადამ უოლკერი 1903 წელს
დაბ. სახელი სარა ბრიდლავი
დაბ. თარიღი 23 დეკემბერი, 1867
ლუიზიანა, აშშ.
გარდ. თარიღი 25 მაისი, 1919 (51 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
პროფესია ბიზნესმენი
პარიკმახერი
ფილანთროპი
მეწარმე
აქტივისტი
მეუღლე(ები) მოსე უილიამსი (1882–1887)
ჯონ დეივისი (1894–1903)
ჩარლზ უოლკერი (1906–1912)
შვილ(ებ)ი ა'ლელია უოლკერი

სარა ბრიდლავი (ინგლ. Sarah Breedlove; დ. 23 დეკემბერი, 1867 — გ. 25 მაისი 1919), ასევე ცნობილია, როგორც მადამ სი ჯეი უოლკერი (ინგლ. Madam C. J. Walker) — აფრო-ამერიკელი მეწარმე, ფილანთროპი, სოციალური და პოლიტიკური აქტივისტი. აღიარებულია პირველ აფრო-ამერიკელ ქალად, რომელიც თავისი შრომის შედეგად გახდა მილიონერი. სარა იმ დროისთვის ყველაზე წარმატებულ ქალ მეწარმედ ითვლებოდა და ასევე იყო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აფრო-ამერიკელი ბიზნესმენი ქალი.

უოლკერს სიმდიდრე მისმა ბიზნესმა მოუტანა. მან დააარსა „მადამ სი ჯეი უოლკერის საწარმო“, რომელიც თავისა და თმის მოვლის საშუალებების განვითარებასა და მარკეტინგს ახორციელებდა. უოლკერი, ასევე ცნობილია მისი ქველმოქმედებით და აქტივიზმით. იგი ფინანსურად ეხმარებოდა მთელ რიგ ორგანიზაციებს და გახდა ხელოვნების მეცენატი. უოლკერის საკუთრებაში მყოფ ვილა ლევაროში, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობდა, იმართებოდა აფრო-ამერიკელთა საზოგადოებრივი შეკრებები.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარა ბრიდლავი, 1867 წლის 23 დეკემბერს, ლუიზიანაში, ოუენ და მინერვა ბრიდლავების ოჯახში დაიბადა.[1][2] სარას 5 დედმამიშვილი ჰყავდა: ლუვენია, ალექსანდრე, ჯეისი, სოლომონი და ოუენ უმცროსი. სარას მშობლები და უფროსი და-ძმა რობერტ ბარნის და მედისონ პარიშის პლანტაციაში მონები იყვნენ. თუმცა, სარა ოჯახში პირველი ბავშვი იყო, რომელიც თავისუფალი დაიბადა, მას შემდეგ, რაც ემანსიპაციის პროკლამაციას ხელი მოეწერა. 1872 წელს, დედამისი ქოლერასგან გარდაიცვალა, მამამისი ხელახლა დაოჯახდა, მაგრამ რამდენიმე წელში ისიც გარდაიცვალა. 7 წლის ასაკში დაობლებული სარა, მისისიპიში გადავიდა და 10 წლის იყო, როცა შინამოსამსახურედ დაიწყო მუშაობა. თავის პირველ ქორწინებამდე, სარა უფროს დასთან, ლუვენიასთან და ნახევარძმასთან ჯესისთან ერთად ცხოვრობდა.[1][3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1888 წელს, სარა თავის შვილთნ ერთად გადავიდა სენტ-ლუისში, მისურის შტატში. მუშაობა მრეცხავად დაიწყო და დღეში ერთ დოლარს ძლივს გამოიმუშავებდა, ქალიშვილის განათლების დასაფინანასებლად.[4] 1880 წელს, სენტ-პოლის აფრიკულ მეთოდისტურ ეკლესიაში სიმღერა დაიწყო და გაეცნო კულტურული საზოგადოების ცხოვრებას. იმდროინდელ შავკანიან ქალებში წყალთან და ჰიგიენურ საშუალებებთან წვდომის არარსებობის გამო, გავრცელებული იყო თმის ცვენა, რომელიც სარასაც შეეხო და მას თმის ცვენა დაეწყო, მელოტდებოდა.[5]

საბოლოოდ, მან თმის მოვლის საშუალებების შესახებ, თავისი პარიკმახერი ძმებისაგან გაიგო[5] და გაყიდვების აგენტი გახდა აფრო-ამერიკელი ბიზნესმენის კომპანიისათვს, რომელიც სწორედ ამ სფეროში მოღვაწეობდა.[1] სარამ, აქ მუშობისას ბევრი რამ გაიგო თმის მოვლაზე და შეძენილი ცოდნა საკუთარი ხაზის შექმნას მოახმარა.[6]

1906 წელს, ცოლად გაჰყვა ჩარლ უოლკერს და ცნობილი გახდა, როგორც მადამ სი ჯეი უოლკერი. მუშაობდა დამოუკიდებელ პარიკმახერად და კოსმეტიკური კრემების გამყიდველად. მისი ქმარი, რომელიც ასევე მისი ბიზნეს პარტნიორი გახლდათ, რეკლამირებას უწევდა ცოლის პროდუქტს. სარა კარდაკარ დადიოდა გასაყიდად და ასწავლიდა შავკანიან ქალებს თმის დავარცხნისა და მოწესრიგების კარგ მეთოდებს.[3][6]

1910 წელს, უოლკერმა ბიზნესი ინდიანაპოლისში გადაიტანა, სადაც დააარსა სათაო ოფისი „მადამ სი ჯეი უოლკერის საწაროსათვის“.[7] ცოტა ხნის შემდეგ, იყიდა სახლი და ქარხანა, ააშენა სალონი და სილამაზის სკოლა, რათა ამ სფეროში განათლება მიეცა დასაქმებულებისათვის. აღსანიშნავია, რომ პერსონალის უმეტესობას სწორედ ქალები წარმოადგენდნენ.[8]

1911–1919 წლებში, როდესაც კარიერის ზენიტში იმყოფებოდა, უოლკერს და მის კომპანიას დასაქმებული ჰყავდათ რამდენიმე ათასობით გაყიდვების აგენტი.[3] 1917 წლისათვის კი, ეს რიცხვი 20 000-ს უტოლდებოდა.[7] თეთრ მაისურიან და შავ კაბიან უნიფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები, სტუმრობდნენ ყველა სახლს მთელი შტატების მასშტაბით და ყიდიდნენ სარას შექმნილ, კონტეინერებში მოთავსებულ პროდუქციას. უოლკერის სახელი კიდევ უფრო ცნობილი გახდა 1920-იან წლებში, მისი გარდაცვალების შემდეგ, როდესაც პროდუქცია გავიდა აშშ-ის გარეთ: კუბის, იამაიკის, ჰაიტის, პანამისა და კოსტა-რიკის ბაზრებზე.[5][8][9]

გარდა იმისა, რომ ასწავლიდა გაყიდვებსა და თმის მოვლას, უოლკერმა აჩვენა შავკანიანებს, თუ როგორ უნდა ემართათ საკუთრი ბიზნესი და აძლევდა მათ იმის მოტივაციას, რომ გამხდარიყვნენ ფინანსურად დამოუკიდებლები.[3]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარა უოლკერი, 1919 წლის 25 მარტს, 51 წლის ასაკში თირკმლის უკმარისობით და გართულებული ჰიპერტენზიით გარდაიცვალა.[3][7][10] დაკრძალულია ვუდლონის სასაფლაოზე, ბრონქსში, ნიუ-იორკში.[11]

გარდაცვალებამდე, უოლკერი მიიჩნეოდა ყველაზე მდიდარ აფრო-ამერიკელ ქალად ამერიკაში. მისი ქონება შეფასებული იყო 600,000 დოლარად (რაც დღევანდელი კურსით 8 მილიონ დოლარს შეესატყვისება). New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ უოლკერის ნეკროლოგში ვკითხულობთ: „სარამ სიკვდილამდე ორი წლით ადრე (1917 წელი) თქვა, რომ ის ჯერ არ იყო მილიონერი, თუმცა იმედოვნებდა, ოდესმე გახდებოდა“.[10] უოლკერის გარდაცვალებისთვის, ამერიკელის საშუალო წლიური ხელფასი 750 $-ს შეადგენდა.[12] დედის გარდაცვალების შემდეგ, სარას ქალიშვილი ა’ლელია უოლკერი „მადამ სი ჯეი უოლკერის საწარმოს“ პრეზიდენტი გახდა.[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • A'Lelia Bundles (2013). Madam Walker Theatre Center: An Indianapolis Treasure, Images of America. Charleston, SC: Arcadia Publishing. ISBN 1-4671-1087-6. 
  • Bundles, A'Lelia Perry (2008). Madam C. J. Walker: Entrepreneur, Legacy, Black Americans of Achievement, New York: Chelsea House. ISBN 978-1-60413-072-0. 
  • Penny Colman (1994). Madam C. J. Walker: Building a Business Empire, Gateway Biography. Brookfield, CT: The Millbrook Press. ISBN 9781562943387. 
  • (2002) "Madam C.J. Walker (1867–1919)", African American Women Scientists and Inventors. San Francisco: Jossey-Bass, გვ. 25-30. ISBN 9780471387077. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Bundles, "Madam C J (Sarah Breedlove) Walker, 1867–1919" in Black Women in America, v. II, p. 1209.
  2. Bundles, A’Lelia. Madam C.J. Walker. წაკითხვის თარიღი: 25 February 2015.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Madam C. J. Walker. Indiana Historical Society. წაკითხვის თარიღი: 2015-02-28.
  4. Editors. Madam C.J. Walker Biography. A&E Television Networks. წაკითხვის თარიღი: 2016-02-15.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 A'Lelia Bundles (2001). On Her Own Ground: The Life and Times of Madam C. J. Walker. New York: Scribner. ISBN 0-7434-3172-3. 
  6. 6.0 6.1 Bundles, "Madam C J (Sarah Breedlove) Walker, 1867–1919" in Black Women in America, v. II, pp. 1210–11.
  7. 7.0 7.1 7.2 Gugin and Saint Clair, p. 361.
  8. 8.0 8.1 A'Lelia Bundles. Madam C. J. Walker’s Secrets to Success. Biography.com. წაკითხვის თარიღი: 2016-02-09.
  9. Madame C. J. Walker (Sarah Breedlove McWilliams Walker): Inventor, Businesswoman. The Faces of Science: African Americans in the Sciences. წაკითხვის თარიღი: 2015-05-22.
  10. 10.0 10.1 Wealthiest Negress Dead“, New York Times, May 26, 1919. წაკითხვის თარიღი: 2015-03-01. 
  11. Woodlawn Cemetery–Madam Walker’s Burial Place–Named National Historic Landmark. წაკითხვის თარიღი: 2016-02-02.
  12. https://bizfluent.com/info-7769323-history-american-income.html