მადამის ვილა

მადამის ვილა(იტალ. Villa Madama) — რენესანსის სტილში აგებული საგარეუბნო სასახლე (ვილა), სახელად Villa Madama, რომელიც მდებარეობს რომში. განლაგებულია ქალაქის ცენტრის დასავლეთით, რამდენიმე მილით ჩრდილოეთით ვატიკანისგან და უშუალოდ Foro Olimpico-ს სტადიონის სამხრეთით.მიუხედავად იმისა, რომ ვილა დაუმთავრებელია, თავისი ლოჯით, სეგმენტურად განლაგებული სვეტებიანი ბაღის ეზოთი და ღია ცენტრიანი კაზინოთი ტერასული ბაღებით. Villa Madama თავდაპირველად დაგეგმა თავად რაფაელმა, და იგი გახდა უმნიშვნელოვანესი გავლენა მომდევნო არქიტექტორებისთვის, განსაკუთრებით მაღალ რენესანსში.

კონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1518 წელს კარდინალმა ჯულიო დე’ მედიჩიმ პაპ ლეო X-ის ბიძაშვილმა ვილას საწყისი დიზაინის შეკვეთა მისცა თავად რაფაელს. თუმცა, რაფაელი 1520 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც სამუშაო გაგრძელდა მის მოწაფეებთან მათ შორის ანტონიო და სანგალო უმცროსთან, რომელიც ხელმძღვანელობდა მშენებლობას, და დიდ დეკორატორთა გუნდთან ერთად. როგორც ჩანს, პროექტთან დაკავშირებით ხშირი უთანხმოებები იყო. მშენებლობა მალევე შეწყდა და ვილა შორს იყო დასრულებისგან, როცა 1521 წელს ლეო X გარდაიცვალა და კარდინალი ჯულიო დე’ მედიჩი დაბრუნდა ფლორენციაში. თუმცა 1523 წელს, როდესაც ჯულიო დე’ მედიჩი ავიდა პაპის ტახტზე როგორც პაპი კლემენტი VII, სამუშაო განახლდა, და იმავე წელს დასრულდა საცხოვრებელი აპარტამენტები და ბაღის ლოჯია. ვილას დეკორაციები შესრულებულია იმდროინდელი უდიდესი არქიტექტორების მიერ: ჯულიო რომანო და ბალდასარე პერუცი. არქიტექტორები და მხატვრები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დეკორაციაში ჯოვანი და უდინემ დაამუშავა სტუკოს ბარელიეფები, რომლების შთაგონება იყო ნერონის Domus Aurea-ს არქეოლოგიური აღმოჩენები ჯოვანი ფრანჩესკო პენი და ფლორენციელი სკულპტორი ბაჩო ბანდინელი ასევე მონაწილეობდნენ ვილას მორთვაში.
1527 წელს, რომის აოხრების დროს (Sacco di Roma), ვილის ნაწილი დაიპყრეს, გაძარცვეს და ხანძარს შეეწირა. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში გარკვეული ნაწილები აღადგინეს, ვილა Madama ბოლომდე აღარასოდეს დასრულებულა.

მემკვიდრეობა და ბაღები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Villa Madama იყო ერთ-ერთი პირველი რომაული სტილის საგარეუბნო ვილებიდან, რომლებიც განახლებულ რომაულ ტრადიციას ეყრდნობოდა და მიზნად ისახავდა დასვენებისა და გართობისთვის განკუთვნილი სივრცის შექმნას. იგი აგებული იყო XVI საუკუნის რომში და მისი კონცეფცია იყო პირდაპირ შთაგონებული ანტიკური ავტორთა, განსაკუთრებით პლინიუს უმცროსის მიერ აღწერილი ვილებისგან. ვილას კომპლექსში შედიოდა: მონუმენტური კიბეებით გაფორმებული შიდა ეზო, წრიული გეგმის ეზო, რომლის გარშემოც სიმეტრიული, ფორმალური ბაღები იყო განთავსებული, ღია ცის თეატრი, რომელიც ამოთხრილი იყო გორაკის ფერდზე ჰიპოდრომი ქვემოთ და ტერასული ბაღი, რომელიც გადაჰყურებდა ტიბრის მდინარეს
ლოგიას წინ მდებარე ბაღში დგას განსაკუთრებული ელემენტი სპილოს შადრევანი (Fontana dell’Elefante), რომელიც ჯოვანი და უდინემ დააპროექტა. ის ეძღვნება ინდურ სპილოს სახელად "ანონე" (Annone), რომელიც 1514 წელს რომში ჩამოიყვანა პორტუგალიის ელჩმა პაპ ლეო X-ის აღსაყდრების აღსანიშნავად. ანონე გახდა ლეო X-ის ერთ-ერთი საყვარელი ცხოველი და სიმბოლო მისი ძალაუფლებისა და საერთაშორისო გავლენის.
საკუთრება დასრულების შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდებაში არსებული "Madama" უკავშირდება მარგარეტა ავსტრიელს, იმავე ისტორიულ ფიგურას, რომლის სახელსაც ატარებს Palazzo Madama რომში — დღევანდელი იტალიის სენატის რეზიდენცია. პაპ კლემენტ VII-ის გარდაცვალების შემდეგ, ვილა დარჩა მედიჩების საკუთრებაში: თავდაპირველად გადავიდა კარდინალ იპოლიტო დე’ მედიჩის ხელში, შემდეგ კი ფლორენციის ლორდს, ჰერცოგ ალესანდროს, რომელმაც ცოლად შეირთო მარგარეტა პარმასელი — ესპანეთის იმპერატორის, კარლ V-ის არალეგიტიმური ქალიშვილი. თუმცა ალესანდრო მალე მოკლეს და მარგარეტა 15 წლის ასაკში დაქვრივდა. შემდგომში მან იქორწინა ოტავიო ფარნეზეზე, რომელიც იყო პაპ პავლე III-ის ძმიშვილი. თუმცა, მარგარეტა კვლავ დაქვრივდა და ვილა, მისი გარდაცვალების შემდეგ, გადავიდა ფარნეზების ოჯახში, რომლებიც იყვნენ პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგები. სამწუხაროდ, ფარნეზების მმართველობის დროს ვილა თანდათან მივიწყებას მიეცა და დაიწყო მისი გაფუჭება და დაზიანება. მიუხედავად არქიტექტურული დიდებულებისა და ისტორიული მნიშვნელობისა, ვილა მივიწყებულ "სამეფო ოცნებად" იქცა.
ვილა Villa Madama აღდგა გრაფ კარლო დენტიჩე დი ფრასოს მიერ, რომელმაც ის 1925 წელს შეიძინა თავის ამერიკელ ცოლთან, დოროთი კადველ ტეილორ ფრასოსთან ერთად. წყვილმა საფუძველი ჩაუყარა ვილის კონსერვაციას და ნაწილობრივ რესტავრაციას. მოგვიანებით, ფრასოებმა ვილა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე გააქირავეს, და საბოლოოდ ის 1941 წელს ბენიტო მუსოლინიმ შეიძინა. მუსოლინის მმართველობის პერიოდში ვილა გახდა ფაშისტური სახელმწიფოს პრესტიჟული ადგილი დიპლომატიური შეხვედრებისთვის. სწორედ ამ დროს აშენდა ვილის გვერდით მონუმენტური ნეო-რომაული სტილის სპორტული კომპლექსი – Foro Italico, რომელშიც შედიოდა სტადიონები, საცურაო აუზები და სხვა სპორტული ობიექტები. Foro Italico აშენდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ადრე ვილის ჰიპოდრომი მდებარეობდა.
Villa Madama დღეს იტალიის მთავრობის საკუთრებაა და გამოიყენება მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრების მიღებისთვის, ასევე პრესკონფერენციებისა და დიპლომატიური ღონისძიებებისთვის. შესვლა მკაცრად შეზღუდულია ვიზიტი შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მოწვევით ან წინასწარი ნებართვით, რომელიც გაიცემა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ბაღებისა და ლოჯიის მონახულებაც წინასწარ შეთანხმებას მოითხოვს. მაგალითად, 2015 წლის 20 აპრილს, იტალიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში, ვილა Madama-მ უმასპინძლა ოფიციალურ სადილს ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების სპიკერებისა და პრეზიდენტებისთვის. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვილის მნიშვნელოვან როლს როგორც დიპლომატიური პრესტიჟის სივრცეს, რომელიც აერთიანებს ისტორიას, ხელოვნებასა და თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებს.