მაგულოს სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაგულოს სახლი
რუს. Дом Магуло
კოორდინატები 47°12′47″N 38°55′59″E / 47.213154° ჩ. გ. 38.932993° ა. გ. / 47.213154; 38.932993
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის მეორე ნახევარი

მაგულოს სახლი (რუს. Дом Магуло) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. 2002 წლის 31 დეკემბრის № 124 ბრძანების შესაბამისად სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 70.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასაწყისში კომერციულმა მრჩეველმა მარკ მაგულომ თავის ძმასთან ერთად პეტროვის 46-ში (ამჟამად 70) ააგო სახლი. შენობის ჭერი მოხატეს იტალიელმა მხატვრებმა. 1825 წელს ქალაქს სტუმრობდა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I. მდიდარმა ბერძნებმა მის პატივსაცემად მოაწყვეს შეხვედრა მაგულოს სახლში. სარამოს ესწრებოდა თავად იმპერატორი.

1872 წლისათვის შენობის პირველი სართული სავაჭროდ იყო გაქირავებული. აქ არსებულ ძმებ ბუკაშინოვიჩების მაღაზიაში შესაძლებელი იყო იმპორტული ღვინის, არაყისა და 98 %-იანი სპირტის ყიდვა.

მარკ მაგულო დაკავებული იყო პურის ექსპორტით. მაგულოს მრავალრიცხოვანი მემკვიდრეები სახლს ფლობდნენ 1925 წლამდე. ერთ-ერთი მათგანი ვირგინია (დაბადებული 1836 წ.) ხელმძღვანელობდა საქველმოქმედო ფონდს. 1918 წლის 27 იანვარს იგი მძარცველებმა გაგუდეს საკუთარ სახლში, მათ მოითხოვეს ძვირფასეულობა და ფული, მაგრამ რომ ვერ მიიღეს გაგუდეს დიასახლისი. ამის შემდეგ მათ დაარბიეს მთელი სახლი, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.

ოქტომბრის რევოლუციის წინ სახლის პირველი სართული კვლავ მაღაზიებისთვისა გაქირავებული.

XX საუკუნის 20-იან წლებში მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. მასში მუშაობდა საგანგებო კომიტეტი (ჩეკა), შემდეგ გაზეთის რედაქცია. 1930-იანი წლებიდან სახლი საცხოვრებელია.

ამჟამად სახლი კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური მნიშვნელობის ძეგლია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гаврюшкин О. П. Вдоль по Питерской (хроника обывательской жизни). Таганрог, 2000.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]