მაგული ბაქრაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაგული ბაქრაძე (დ. 13 ივლისი, 1939, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1960–1961 წლებში იყო ბორჯომის სანატორიუმ „ლიკანის“ ექიმი. 1961–1967 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეან–გინეკოლოგი. 1967–1977 ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი 1977 წლიდან არის აკად. კ.ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. არის ავტორი 64 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია.

1960 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჩასახვის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის "ტრაცეპტონის" ექსპერიმენტალური და კლინიკური შესწავლა."

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ახალი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება ტრაცეპტინი თბილისი, საბჭ. საქართველო 1971 გვ. 35

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 32

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]