მაგრანეთის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაგრანეთის ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთის დასავლეთით, 1 კილომეტრზე, მგლისზურგად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. შემორჩენილია გეგმით სწორკუთხა (11 x 7 მეტრი, 7 x 5 მეტრი, 6 x 3 მეტრი და ასე შემდეგ) 12 ნასახლარი ბუდე. შენობების ნაშთები ნაგებია რიყის ქვით. ზოგი ნაგებობის ერთი მხარე გახსნილია (შესაძლოა ეს ნაწილი ხის კონსტრუქციებით იყო ამოყვანილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]