მაგომედრასულ მაჯიდოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაგომედრასულ მაჯიდოვი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Magomedrasul Yusub oglu Majidov
სრული სახელი Magomedrasul Yusub oglu Majidov
ეროვნება აზერბაიჯანელი
დაბ. თარიღი 27 სექტემბერი, 1986 (1986-09-27) (37 წლის)
დაბ. ადგილი დაღესტანი, აკუშინსკის რაიონი, რუსეთი
სიმაღლე 190 სმ
წონა 110 კგ
სპორტი
ქვეყანა აზერბაიჯანი და რუსეთი
სპორტი კრივი
სახეობა სუპერ მძიმეწონა
მედლები
ბრინჯაო 2012 ლონდონი სუპერ მძიმე წონა
სამოყვარულო მსოფლიოს ჩემპიონატი
ოქრო 2011 ბაქო სუპერ მძიმე წონა
ოქრო 2013 ალმატი სუპერ მძიმე წონა
ოქრო 2017 ჰამბურგი სუპერ მძიმე წონა
სამოყვარულო ევროპის ჩემპიონატი
ოქრო 2013 მინსკი სუპერ მძიმე წონა
ევროპული თამაშები
ბრინჯაო ბაქო 2015 სუპერ მძიმე წონა
ისლამის სოლიდარობის თამაშები
ოქრო 2017 ბაქო სუპერ მძიმე წონა

მაგომედრასულ მაჯიდოვი (აზერ. Məhəmmədrəsul Məcidov; დ. 27 სექტემბერი, 1986, დაღესტანი, აკუშინსკის რაიონი, რუსეთი) — აზერბაიჯანელი პროფესიონალი მოკრივე და სამგზის სამოყვარულო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული სუპერ მძიმე წონაში. 2011 წლის მოყვარულთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაჯიდოვმა მძიმე დარტყმით მეთექვსმეტე რაუნდში უზბეკი სანდურ აბდულაევი შეაჩერა. აგრეთვე, მეოთხედ ფინალში მძიმედ დაამარცხა კუბელების ფავორიტი მოკრივე ერისლენდი სავონი. ნახევარფინაში მან 16:9 დაამარცხა ყაზახი ივან დიჩკო, ხოლო ფინალში შეძლო ინგლისელი ენტოჯი ჯოშუას დამარცხება (22:21).[1]

2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მაჯიდოვმა ჯერ მეჯი მამბა, ხოლო შემდგომ, ევროპის ჩემპიონი, რუსი მაგომედ ომაროვი დაამარცხა (17:14). შემდგომი მისი მეტოქე ჩემპიონი რობერტო კამარელე იყო; მართალია პირველ რაუნდში 8:6 უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მეორე რაუნდში იტალიელი მოკრივემ მატჩის სადავეები ხელთ აიღო და მაჯიდოვს 13:12 მოუგო. ჩემპიონატი მაჯიდოვმა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.[2]

2013 წლის AIBA მსოფლიო ჩემპიონატი კრივში, მაჯიდოვმა ორი 3:0 მოგებით დაიწყო. მან მეორე რაუნდში აშშ-ის წარმომადგენელი ლენროი ტომპსონი, ხოლო მეოთხედფინალში რუსი მაგომედ ომაროვი დაამარცხა. მან ტურნირი გამარჯვებით განაგრძო და ნახევარფინალში რობერტო კამარელი ნოკაუტით დაამარცხა. რობერტომ დამმარცხებელი დარტყმა პირველ რაუნდშ, მაჯიდოვის დიდი მარჯვენა ხელიდან მიიღო. გამაფრთხილებელი ქულის მიღების მიუხედავად მან 3:0 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა. ფინალში იგი ყაზახ ივან დიჩკოს დაუპირისპირდა. მესამე ტურის დასაწყისში მაჯიდოვიმ მოწინააღმდეგე ნოკაუტით დაამარცხა და ოქროს მედალსაც დაესაკუთრა.[3] ეს იყო მისი კიდევ ერთი ნოკაუტით მოგებული შეხვედრა.

მაგომედრასულ მაჯიდოვმა 2017 წლის AIBA-ის მსოფლიო ჩემპიონატი კრივში, ორი 5:0 მოგებით დაიწყო. პირველ რაუნდში ინდოელი სატიშ კუმარი, ხოლო მეორე რაუნდში იორდანიელი ჰუსეინ ისაიში დაამარცხა. მეოთხედფინალში მან ფრანგ ჯამილი-დინი აბოუდოუს მოუგო, ხოლო მეოთხედფინალი ავსტრალიელი ჯოზეფ გუდბოლის დამარცხებით დაასრულა. მაჯიდოვი ფინალში ახლა უკვე ყაზახ კამშიბეკ კონკაბაევს შეხვდა. მან ყაზახს 4:1 მოუგო და ოქროს მედალიც დაისაკუთრა. ამ გამარჯვებით იგი სუპერ მძიმე წონაში მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]