მაგომედალი მაგომედოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაგომედალი მაგომედოვი
მაგომედალი მაგომედოვი
დაღესტნის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1994 წლის 26 ივლისი – 2006 წლის 20 თებერვალი
მემკვიდრემუხუ ალიევი

დაღესტნის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1990 წლის 24 აპრილი – 1994 წლის 26 ივლისი

დაღესტნის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1983 წლის 24 მაისი – 1987 წლის აგვისტო

დაბადებული15 ივნისი, 1930 (1930-06-15) (93 წლის)
სოფელი ლევაში, დაღესტნის ასსრ, რსფსრ, სსრკ
ეროვნებარუსი
პოლიტიკური პარტიასაბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია (1970-1991
მეუღლეზულგიჟატ მაგომედოვა
შვილები6
საქმიანობასახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე

მაგომედალი მაგომედოვიჩ მაგომედოვი (დარ. МяхӀяммадла урши МяхӀяммадгӀяли; დ. 15 ივნისი, 1930, სოფელი ლევაში, დაღესტნის ასსრ, რსფსრ, სსრკ) — რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ის იყო დაღესტნის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1983 წლის 24 მაისიდან 1987 წლის აგვისტომდე. ასევე გახლდათ დაღესტნის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1987 წლის აგვისტოდან 1990 წლის 24 აპრილამდე. ასევე მაგომედოვი იყო დაღესტნის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 1990 წლის 24 აპრილიდან 1994 წლის 26 ივლისამდე და დაღესტნის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 1994 წლის 26 ივლისიდან 2006 წლის 20 თებერვლამდე. 2019 წელს ის დასახელდა რუსეთის ფედერაციის შრომის გმირად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგომედალი მაგომედოვი დაიბადა 1930 წლის 15 ივნისს დაღესტნის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ლევაშინსკის რაიონის სოფელ ლევაშში. 1949 წელს ლევაშინსკის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ის ჩაირიცხა დაღესტნის მასწავლებელთა ინსტიტუტში, რომელიც წარმატებით დაამთავრა ორი წლის შემდეგ. მაგომედოვი მუშაობდა მასწავლებლად, შემდეგ ის გახდა ლევაშინსკის რაიონის ვერხნელაბკინსკაიას შვიდწლიანი სკოლის დირექტორი, მოგვიანებით კი ლევაშინსკის რაიონის საჯარო განათლების განყოფილების ხელმძღვანელი.

1957 წელს ის დაინიშნა სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, ხოლო 1966 წელს - ლევაშინსკის სასოფლო-სამეურნეო წარმოების განყოფილების უფროსად. 1968 წელს დაუსწრებლად დაამთავრა დაღესტნის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ხოლო 1969 წელს აირჩიეს ლევაშინსკის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. 1970 წლის დეკემბერში იგი გახდა ლევაშინსკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1975 წლის სექტემბერში დაინიშნა დაღესტნის რეგიონალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსად. 1979 წლის იანვრიდან დაიწყო მუშაობა დაღესტნის მთავრობაში, ჯერ დაღესტნის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1983 წლის მაისიდან რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ.

1987 წლის აგვისტოში, მე-11 მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეექვსე სესიაზე მაგომედალი აირჩიეს დაღესტნის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ.[1] 1990 წელს ის აირჩიეს დაღესტნის ასსრ-ის სახალხო დეპუტატად. 1990 წლის 24 აპრილს დაღესტნის ასსრ სახალხო დეპუტატთა პირველ ყრილობაზე ის აირჩიეს დაღესტნის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის დეკემბერში მაგომედალი გახდა ფედერაციის საბჭოს ერთ-ერთ წევრი დაღესტნის ორმანდატიანი ოლქის მე-5 ოლქისთვის.

1994 წლის 26 ივლისს ის აირჩიეს დაღესტნის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ. 1996 წლის იანვარში ის კვლავ გახდა ფედერაციის საბჭოს წევრი. 1996 წლის 22 მარტს დაღესტნის რესპუბლიკის საკონსტიტუციო ასამბლეამ მაგომედალს სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილება 1998 წლის 26 ივლისამდე გაუხანგრძლივა. იმავე წელს დაღესტნის რესპუბლიკის საკონსტიტუციო კრებამ ხელახლა აირჩია მაგომედალი დაღესტნის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ.

2000 წლის 2 სექტემბრიდან 2001 წლის 12 მარტამდე ის იყო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.[2][3] 2002 წლის ზაფხულში დაღესტნის რესპუბლიკის საკონსტიტუციო ასამბლეის გადაწყვეტილებით მეგამედალი ხელახლა აირჩიეს დაღესტნის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ. 2006 წლის 16 თებერვალს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, მან განაცხადა ვადამდელი გადადგომის შესახებ.

2019 წელს ის დასახელდა რუსეთის ფედერაციის შრომის გმირად.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • მედალი „ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამსახურებისთვის"
  • ღირსების ორდენი - რუსეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და განვითარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისთვის[4]
  • რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მადლიერება (1996 წლის 12 აგვისტო) - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ორგანიზებასა და წარმართვაში აქტიური მონაწილეობისთვის [5]
  • სამშობლოსათვის დამსახურებისთვის III ხარისხის ორდენი (2000 წლის 24 აპრილი) - რუსეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის[6]
  • რუსეთის ფედერაციის მთავრობის საპატიო სერთიფიკატი (2000 წლის 14 ივნისი) - დაღესტნის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისთვის და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის[7]
  • რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მადლიერება (2001 წლის 19 თებერვალი) - რუსეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის [8]
  • სამშობლოს I ხარისხის ღირსების ორდენი (2005 წლის 15 ივნისი) -  რუსეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ხალხებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის [9]
  • ორდენი „დაღესტნის რესპუბლიკის დამსახურებისთვის" (2014 წლის 29 მაისი) - რესპუბლიკისთვის გაწეული სამსახურისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • ალექსანდრე ნეველის ორდენი (2015 წლის 25 მაისი) - რუსეთის ფედერაციის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, შრომითი მიღწევებისთვის, აქტიური სოციალური საქმიანობისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის [10]
  • რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრემია (2016 წლის 3 ნოემბერი) - რუსი ერის ერთიანობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის [11]
  • რუსეთის ფედერაციის შრომის გმირი (2019 წლის 21 ოქტომბერი) - სახელმწიფოსა და ხალხისთვის სპეციალური შრომითი დამსახურებისთვის [12]
  • ორდენი „მეგობრობა" (2020 წლის 13 ივნისი, აზერბაიჯანი ) - აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციის თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის, აგრეთვე აზერბაიჯანელ და დაღესტნელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებისთვის[13][14]
  • დაღესტნის სახალხო მილიციის გმირი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Справочник по истории Коммунистической партии и Советского Союза 1898—1991. Депутаты Верховного Совета СССР XI-го созыва 1984—1989. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-26. ციტირების თარიღი: 2013-03-08.
  2. Распоряжение Президента Российской Федерации от 02.09.2000 г. № 393-рп «О президиуме Государственного совета Российской Федерации». ციტირების თარიღი: 2020-03-29
  3. Распоряжение Президента Российской Федерации от 12.03.2001 г. № 121-рп «О президиуме Государственного совета Российской Федерации». ციტირების თარიღი: 2020-03-29
  4. Указ Президента Российской Федерации от 27.06.1995 г. № 649 «О награждении орденом Почета Магомедова М. М.». ციტირების თარიღი: 2019-10-20
  5. Распоряжение Президента Российской Федерации от 12.08.1996 г. № 418-рп «О поощрении руководителей субъектов Российской Федерации — активных участников организации и проведения выборной кампании Президента Российской Федерации 1996 года». ციტირების თარიღი: 2019-10-20
  6. Указ Президента Российской Федерации от 24.04.2000 г. № 717 «О награждении орденом «За заслуги перед Отечеством» III степени Магомедова М. М.». ციტირების თარიღი: 2019-10-20
  7. Распоряжение Правительства РФ от 14 июня 2000 г. N 824-р «О награждении Почетной грамотой Правительства Российской Федерации Магомедова М. М.». ციტირების თარიღი: 2019-10-20
  8. Распоряжение Президента Российской Федерации от 19.02.2001 г. № 80-рп «О поощрении». ციტირების თარიღი: 2019-10-20
  9. Указ Президента Российской Федерации от 15.06.2005 г. № 700 «О награждении орденом «За заслуги перед Отечеством» I степени Магомедова М. М.». ციტირების თარიღი: 2019-10-19
  10. Указ Президента Российской Федерации от 25.05.2015 г. № 263 «О награждении государственными наградами Российской Федерации». ციტირების თარიღი: 2019-10-20
  11. Указ Президента Российской Федерации от 03.11.2016 г. № 569 «О присуждении премии Президента Российской Федерации за вклад в укрепление единства российской нации 2016 года». ციტირების თარიღი: 2019-10-20
  12. Указ Президента Российской Федерации от 21.10.2019 г. № 506 «О награждении государственными наградами Российской Федерации». ციტირების თარიღი: 2019-10-22
  13. Распоряжение Президента Азербайджанской Республики О награждении М.М Магомедова орденом «Достлуг». ციტირების თარიღი: 2020-07-23
  14. APA.az. (2020-06-13) Президент Ильхам Алиев наградил Магомедали Магомедова орденом «Достлуг». ციტირების თარიღი: 2020-06-13.