მაგნეზიტი
იერსახე
| მაგნეზიტი | |
|---|---|
| მაგნეზიტის კრისტალები ბრაზილიიდან | |
| საერთო | |
| კატეგორია | კარბონატის მინერალები |
| ქიმიური ფორმულა | MgCO3 |
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | თეთრია ან მოყვითალო-ნაცრისფერი |
| კრისტალის სინგონია | ტრიგონური |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 3.75-4.25 |
| სიმკვრივე | 2900-3100 კგ/მ³ |
მაგნეზიტი (ლათ. magnesia — „მაგნეზია“) — კარბონატების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა . იზომორფული მინარევის სახით შეიცავს , , . კრისტალდება ტრიგონურ სინგონიაში. კრისტალები რომბოედრული ან უსწორმასწორო წაგრძელებული აქვს, აგრეგატები — ფარულ-კრისტალური. თეთრია ან მოყვითალო-ნაცრისფერი. მყიფეა; რომბოედრის გასწვრივ აქვს სრული ტკეჩადობა. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3.75-4.25; სიმკვრივე 2900-3100 კგ/მ³. მაგნეზიტის ძირითადი დანაგროვები გვხვდება მეტამორფიზებულ დოლომიტებში. მაგნეზიტი გამოიყენება ცემენტის, ცელულოზის, სინთეზური კაუჩუკის, პლასტმასის, ცეცხლგამძლე ნაწარმის, კერამიკულ და სხვათა წარმოებაში. ძირითადი საბადოებია რუსეთში, ჩინეთში, კორეაში, ბრაზილიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 325.