მაგარციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაგარციხე, კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოროღოს ჩრდილოეთით, 1.5 კილომეტრზე, მთის კალთაზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით. კოშკი ზურგიანია (8.2 x 5.7 მეტრი), ხუთსართულიანი. ნაგებია მოზრდილი, ტლანქად დამუშავებული ქვით. კარ-სარკმლის ღიობები გამოყვანილია მოწითალო თლილი ქვით. კოშკის პირველი სართული მიწიდან 6,5 მეტრ სიმაღლეზეა. შესასვლელი გაჭრილია პირველ სართულზე, სწორ კედელში. კარი სწორკუთხაა, გადახურულია მოზრდილი ქვით, რომელზეც მარტივი ჯვარია ამოკვეთილი. გარედან, შესასვლელის ოდნავ ქვემოთ, შემორჩენილია მის წინ არსებული პატარა ბაქნის საყრდენი ორი კონსოლი. კოშკის მომდევნო სართულების სწორ კედელში ერთ ვერტიკალზე განლაგებული თითო სარკმელია. სართულშუა გადახურვა ქვის ფილებისაა, რომლებშიც სართულებს შორის კავშირისთვის ოთხკუთხა ხვრელებია დატანებული. კოშკის მეხუთე სართულის უმეტესი ნაწილი დანგრეულია. შემორჩენილია სწორი კედლის მხარეს მოწყობილი აივნის საყრდენი კონსოლების ნაწილები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., გიორგიძე მ., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ხადის ხეობა, თბ., 1983;
  • ზაქარაია პ., არაგვისა და თერგის ხეობა, თბ., 1972