მაგალუფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაგალუფ-ბიჩი

მაგალუფი — კურორტი ესპანეთში, მდებარეობს ბალეარის კუნძულებზე, კუნძულ მალიორკაზე. ქალაქ პალმა-დე-მაიორკადან 15 კილომეტრში.

მაგალუფი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია კუნძულ მალიორკაზე. გარშემო აკრავს სამი ცნობილი სანაპირო: მალიორკა-ბიჩი, მაგალუფ-ბიჩი და პალმა-ნოვა. კურორტი ცნობილია ღამის კლუბებით (800-ზე მეტი), დისკოტეკებით და ბარ-რესტორნებით. მაგალუფში წელიწადში დაახლოებით 1 მილიონი ტურისტი ჩადის, მათი დიდი ნაწილი სტუმრობს დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან და შვეიცარიიდან.

გართობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგალუფში მდებარეობს მალიორკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი „BCM planet dance“, რომელიც 4000 ადამიანს იტევს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურორტის მშენებლობა დაიწყო 1950 წელს, როდესაც Cas Saboners ფერმის ადგილას აშენდა პირველი სასტუმრო „Atlantic Hotel“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]