მაატკარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაატკარაძველი ეგვიპტის XXI დინასტიის დედოფალი, ფინეჯემ I-ის ქალიშვილი. ჰყავდა შვილი, რომელიც დაბადებისთანავე გარდაიცვალა.

მაატკარას სამარხი აღმოაჩინეს 1871 წელს ძმებმა აჰმედ სულეიმან და მუჰამედ აბდ ალ-რასულებმა, რომლებიც მალავდნენ გახსნილ სამარხებს, რათა თავისუფლად გაეყიდათ ნაპოვნი ნაშთები. საბოლოოდ მას ყურადღება მიაქცია გასტონ მასპერომ, რომელიც მაშინ იყო ეგვიპტის მუზეუმის დირექტორი ქალაქ კაიროში.

მასპერომ მოგზაურობა დაიწყო 1881 წლის მაისის ბოლოს ზემო ეგვიპტეში რათა ცნობები მოეძიებინა ამ საკითხზე, თუმცა მხოლოდ 1881 წლის 25 ივნისს ერთ-ერთმა ძმამ აღიარა საფლავის მოპარვა და 6 ივლისს გაემართა საფლავის ადგილსამყოფელისკენ ექსპედიცია, რომელსაც ემილ ბრუგში, მასპეროს ყოფილი თანაშემწე წინამძღოლობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Петер Элебрахт «Трагедия пирамид! 5000 лет разграбления египетских усыпальниц» (перевод с немецкого) О. И. Павловой, Москва, издательство «Прогресс», 1984 года./Peter Ehlebracht «Heltet die Piramiden Fest! 5000 Jahre Grabraub in Agypten» Dusseldorf — Wien, 1980, Econ Verlag.