ლუციუს დომიციუს ალექსანდრე
| ლუციუს დომიციუს ალექსანდრე | |
|---|---|
| ლათ. Lucius Domitius Alexander | |
|
| |
| დაბადების თარიღი | III საუკუნე |
| დაბადების ადგილი | ფრიგია |
| გარდაცვალების თარიღი | 311 |
| გარდაცვალების ადგილი | აფრიკა |
| მოქალაქეობა | ძველი რომი |
ლუციუს დომიციუს ალექსანდრე (ლათ. Lucius Domitius Alexander) — რომის იმპერატორი-უზურპატორი 308-309/311? წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დომიციუს ალექსანდრე წარმოშობით უფრო ფრიგიელი იყო, ვიდრე პანონიელი და მას აფრიკის ვიკარიუსის თანამდებობა ეკავა. იმ პერიოდში მაქსენციუსმა, აფრიკული ლეგიონების აჯანყების შიშით, ალექსანდრესგან მძევლის სახით საკუთარი ვაჟის გადაცემა მოითხოვა. თუმცა, ვიკარიუსი იმპერატორს არ დაემორჩილა და ეგვიპტიდან მარცვლეულის მიწოდება შეწყვიტა.
აფრიკულმა ჯარმა ალექსანდრე ავგუსტუსად გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე ღრმად მოხუცებული იყო. როგორც ჩანს, აჯანყება დიდხანს არ გაგრძელებულა; 309 წელს პრეტორიუმის პრეფექტმა რუფიუს ვოლუზიანუსმა და ზენატმა გაანადგურეს დომიციუს ალექსანდრეს მცირერიცხოვანი რაზმები, თავად იგი კი ტყვედ ჩაიგდეს და სიკვდილით დასაჯეს. თუმცა, სხვა წყაროების თანახმად, მაქსენციუსმა მხოლოდ 311 წელს შეკრიბა ჯარი და დაამარცხა უზურპატორი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Аврелий Виктор. О цезарях. 40.17—18 и 28.
- Псевдо-Аврелий Виктор. Извлечения о жизни и нравах римских императоров. 40. 2 и 6.