ლუციუს ანეუს სენეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუციუს ანეუს სენეკა
0 Sénèque - Musée du Prado - Cat. 144 - (2).JPG
სენეკას მარმარილოს ბიუსტი, XVII საუკუნე, პრადოს მუზეუმი
დაბ. თარიღი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 4
კორდუბა (კორდობა
გარდ. თარიღი ახალი წელთაღრიცხვის 65
რომი
საქმიანობა ფილოსოფია
დრამატურგია
პოეზია

ლუციუს ანეუს სენეკა (ლათ. Lucius Annaeus Seneca; დ. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 4, კორდუბა (კორდობა) — გ. ახალი წელთაღრიცხვის 65, რომი) — რომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი, პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე. ნერონის აღმზრდელი და სტოიციზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი. მიეკუთვნებოდა მხედრის წოდებას. დაახლოებით 33 წელს ტიბერიუსის დროს გახდა კვესტორი. მისი პანთეიზმი ეწინააღმდეგება რელიგიური მოძღვრების მონოთეისტურ იდეებს. სენეკას მიხედვით, უზენაესი ღმერთია შემოქმედი გონი. სულის ჭეშმარიტი არსებობა შესაძლებელია მხოლოდ სხეულის გარეშე, რომელიც ბოროტების სათავედაა მიჩნეული. სენეკას მოძღვრებაში ადამიანის მიზნად დასახულია აფექტებისაგან განთავისუფლება. მისი აზრით, ღვთაებრივი შეწყალების გარეშე შეუძლებელია განწმენდა და ღმერთამდე ამაღლება. სენეკა იზიარებს ძველ სტოელთა თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ სამყარო პერიოდულად ინთქმება ხანძარში, აგრეთვე პროვიდენციულ-ფატალისტურ მოძღვრებას ღმერთის, განგების, ბედისწერისა და ბუნების კანონების შესახებ, რომლებიც სენეკასთვის ერთმანეთის სინონიმებია. იგი იცავს ზოგადსტოურ კოსმოპოლიტიზმს, ამქვეყნიურ სახელმწიფოს კოსმიურის ნაწილად მიიჩნევს და ამტკიცებს მის ბუნებრივ აუცილებლობას. სენეკა ქადაგებდა ადამიანთა საყოველთაო თანასწორობას (მონათა ჩათვლით). სენეკას ლიტერატურული შემოქმედებიდან აღსანიშნავია სატირა იმპერატორ კლავდიუსის გარდაცვალების გამო „გაკვახება“.

მისი სახელით ჩვენამდე მოღწეული ტრაგედიებიდან მნიშვნელოვანია „მედეა“, „ოიდიპოსი“, „თიესტე“, „ფედრა“, „გაშმაგებული ჰერკულესი“, „აგამემნონი“, „ტროელი ქალები“, „ფინიკიელი დიაცები“, „ეტელი ჰერკულესი“, „ოქტავია“. ამ ტრაგედიებმა დიდი გავლენა მოახდინა შექსპირსა და ფრანგ კლასიცისტებზე (პიერ კორნელი, ჟან რასინი), ხოლო ფილოსოფიურმა ტრაქტატებმა „ნუგეშისცემანი მარციუსისადმი“, „რიცხვისათვის“ და სხვა — მემუარულ-ეთიკური ჟანრის მწერლებზე (მიშელ დე მონტენი). სენეკას მიეწერება აგრეთვე რიგი მცირე ლექსი („ეპიგრამები“).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • ურუშაძე ა., მაჭავარიანი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 286, თბ., 1985 წელი.
  • Pernice G., Seneca morale, Tortona, 1964;
  • Bourgery A., Sénéque-prosateur, P., 1922;
  • Hermann L., Le théátre de Sénéque, P., 1924;
  • Lana I., L. Anneo Seneca..., Torino, 1963;
  • Seneca. Ed. by C. D. N. Costa, L. — Boston, 1974.