ლუქსემბურგის ფრანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუქსემბურგის ფრანკი
Lëtzebuerger Frang (ლუქსემბურგული)
Luxemburger Franken
(გერმანული)
კოდი ISO 4217 LUX
ქვეყანა ლუქსემბურგი
ოფიციალური
მომხმარებლები
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი,
ბელგიის დროშა ბელგია
შედგება 100 სანტიმისგან
სიმბოლო ₣ • Fr • LuxF
მონეტები 25 სანტიმი, 1, 5, 20, 50 ფრანკი
ბანკნოტები 100, 500, 1000, 5000, 10 000 ფრანკი
ცენტრალური ბანკი ლუქსემბურგის ცენტრალური ბანკი
საიტი www.bcl.lu
გაცვლითი კურსი
(1 იანვარი 2002 თვის)
1 EUR = 40,34 LUX

ლუქსემბურგის ფრანკი (ფრანგ. franc luxembourgeois, ლუქს. Lëtzebuerger Frang, გერმ. Luxemburger Franken) — ლუქსემბურგის სავალუტო ერთეული 1854-1999 წლებში (1941-1944 წლების გამოკლებით). ფრანკი მიმოქცევაში დარჩა 2002 წლამდე, როდესაც იგი შეცვალა ევრომ კურსით 40,3399 ფრანკი ერთ ევროში.

ლუქსემბურგის ფრანკი იყოფოდა 100 სანტიმად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ ევროპის უდიდესი ნაწილის დაპყრობამ ნაპოლეონის საფრანგეთის მიერ გამოიწვია ფრანგული ფრანკის ფართოდ გავრცელება. მათ შორის გავრცელდა ლუქსემბურგშიც. ამასთან ერთად, 1815 წელს, ლუქსემბურგის ნიდერლანდების შემადგენლობაში შესვლის გამო ქვეყნის ვალუტა გახდა ჰოლანდიური გულდენი. ნიდერლანდებისაგან ბელგიის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1839 წლიდან ლუქსემბურგის ვალუტა გახდა ბელგიური ფრანკი, რომელიც მიმოქცევაში იყო 1842 წლამდე და კვლავ 1848 წლიდან. 1842-1848 წლებში ლუქსემბურგში მომოქცევაში იყო პრუსიული ტალერი.

1854 წელს ლუქსემბურგმა დაიწყო საკუთარი ფულადი ერთეულის, ფრანკის, გამოშვება, რომელიც მიმოქცევაში იყო ბელგიურ ფრანკთან ერთად (თანაფარდობით 1:1). 1865 წელს ლუქსემბურგი, ბელგიიასთან ერთად, გახდა ლათინური სავალუტო კავშირის წევრი. 1926 წელს ბელგიამ ატოვა ლათინური სავალუტო კავშირი. 1921 წელს ბელგიამ და ლუქსემბურგის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ბელგია-ლუქსემბურგის ეკონომიკური კავშირი. 1935 წელს ლუქსემბრგის ფრანკისა და ბელგიის ფრანკის თანაფარდობა იყო 1:1 ¼-ზე.

1940 წელს ლუქსემბურგის ფრანკი შეცვალა გერმანუულმა რაიხსმარკამ კურსით 4 ფრანკი = 1 რაიხსმარკა. 1940 წლის ივლისში კური შეცვალეს და ახალი კურსით 10 ფრანკი უდრიდა 1 რაიხსმარკას. 1940 წლის 26 აგვისტოს გერმანული რაიხსმარკა გახდა ლუქსემბურგის კანონიერი საგადამხდელო საშუალება, ხოლო 1941 წლის 20 იანვრიდან რაიხსმარკა უკვე ერთადერთი საგადამხდელო საშუალება გახდა და ფრანკი ხმარებიდან ამოიღეს. ლუქსემბურგის ფრანკი მიმოქცევაში დააბრუნეს 1944 წელს.

1999 წლის 1 იანვარს ლუქსემბურგის ფრანკის კურსი ევროსთან მიმართებაში შემდეგნაირი იყო: 1 ევრო = 40,3399 ფრანკი. ევრო მიმოქცევაში შევიდა 2002 წლის 1 იანვრიდან. ფრანკი კი მიმოქცევაში იყო 2002 წლის 28 თებერვლამდე.

ბელგიური ფრანკის გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944-2002 წლებში 1 ბელგიური ფრანკი 1 ლუქსემბურგის ფრანკის ტოლფასი იყო. ბელგიური ფრანკი იყო კანონიერი საგადამხდელო საშუალება ლუქსემბურგში, ხოლო ლუქსემბურგს ფრანკი, ანალოგიურად, ბელგიაში იყო კანონიერი საგადამხდელო საშუალება. თუმცა ბელგიელ ვაჭრებს არ სურდათ მიეღოთ ლუქსემბურგული ფრანკები, რადგან შიშობდნენ, რომ სხვა კლიენტები წავიდოდნენ მანთგან და აიძულებდნენ მყიდველებს გადაეცვალათ ფული ბანკში.

მონეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მონეტები, რომელთა ღირებულებაც იყო 2 ½, 5 და 10 სანტიმი, გამოუშვეს 1854 წელს. 1901 წელს 5 და 10 სანტიმიანებში ბრინჯაოსთან ერთად გამოიყენებოდა რკინა-ნიკელის შენადნობი. 1915-1916 წლებში გერმანული ოკუპაციის წლებში 5, 10 და 25 სანტიმიანები მზადდებოდა თუთიისაგან. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კი გამოუშვეს რკინის მონეტები. 1924 წელს კვლავ გამოუშვეს მონეტები რკინა-ნიკელის შენადნობით და ნიკელის შენადნობით 1 და 2 ფრანკიანები.

1929 წელს პირველად XVIII საუკუნის ბოლოდან, გამოუშვეს ვერცხლის 5 და 10 ფრანკის ნომინალის ღირებულების მონეტები. 1930 წელს მიმოქცევაში შემოვიდა 5 და 10 ფრანკის და 25 სანტიმის ღირებულების ბრინჯაოს მონეტები (ზომით უფრო ნაკლები, ვიდრე ადრინდელები), ასევე ნიკელის 50 სანტიმის მონეტა. უკანასკნელი მონეტები, რომლებიც გამოუშვეს მეორე მსოფლიო ომამდე იყო 25 სანტიმიანი (1938 წწ.) და 1 ფრანკიანი (1939 წწ.). აღნიშნული მონეტები დამზადებულია მელქიორისაგან.

პირველი მონეტა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოუშვეს 1946 წელს. ეს იყო ბრინჯაოს 25 სანტიმიანი და რკინა-ნიკელის ერთ ფრანკიანი. 1949 წელს გამოუშვეს მელქიორის 5 ფრანკიანი მონეტა. 1952 წელს ერთფრანკიანი მონეტის ზომა შემცირდა, რადგან იგი შესაბამისობაში მოსულიყო 1950 წელს გამოშვებულ ერთ ფრანკიან ბელგიურ მონეტასთან. ამ პერიოდიდან მოყოლებული ყველა მონეტის ფორმა და ზომა შესაბამისობაში მოვიდა ბელგიურ ფრანკებთან. 1971 წელს მიმოქცევაში გამოვიდა ნიკელის 10 ფრანკის ღირებულების მონეტა. 1980 წელს — ბრინჯაოს 20 ფრანკის მონეტა, ხოლო 1987 წელს ნიკელის 50 ფრანკის ნომინალის მონეტა.

ბანკნოტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ მსოფლიო ომამდე ბანკნოტებს უშვებდა საერთაშორისო ბანკი ლუქსემბურგში და ეროვნული ბანკი კურსით 1 ფრანკი = 80 პფენინგი.

1914 წელს ბანკნოტებს უშვებდა სახელმწიფო ხაზინა. გამოუშვეს ფრანკები და გერმანული მარკები (1, 2, 5, 25 და 125 ფრანკი; 80 პფენინგი, 1.6, 4, 20 და 100 მარკა). 1919 წელს გამოუშვეს 50 სანტიმიანი და 500 ფრანკიანი კუპიურა, 1923 წელს — 100 ფრანკიანი, 1932 წელს — 50 ფრანკიანი, ხოლო 1940 წელს — 1000 ფრანკიანი.

1944 წელს გერმანული ოკუპაციისაგან გათავისუფლების შემდეგ გამოუშვეს 5, 10, 20, 50 და 100 ფრანკიანი კუპიურები. 1949 წელს 5 ფრანკიანი კუპიურა შეცვალა მონეტამ. 1971 წელს შეცვალე 10 ფრანკიანი კუპიურაც, 1980 წელს — 20 ფრანკიანი, ხოლო 1987 წელს — 50 ფრანკიანი. 1985 წელს მიმოქცევაში გამოვიდა ახალი 1 000 ფრანკიანი კუპიურა, 1986 წელს — 100 ფრანკიანი, ხოლო 1993 წელს — 5 000 ფრანკიანი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]