შინაარსზე გადასვლა

ლუქსემბურგის კომუნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლუქსემბურგის კომუნები (ფრანგ. communes) — ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული ლუქსემბურგში. სულ არის 100 კომუნა, რომელთაგან 12-ს აქვს ქალაქის სტატუსი. კომუნები გაერთიანებულია ლუქსემბურგის 12 კანტონში. კომუნის საკრებულო აირჩევა პირდაპირ 5 წლის ვადით პროპორციული საარჩევნო სისტემით. საკრებულოს ხელმძღვანელობს მერი (ბურგომისტრი), რომელსაც საკრებულოს წევრთაგან ნიშნავს ცენტრალური ხელისუფლება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]