ლუსი ჰეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუსი ჰეილი

ჰეილი 2012 წელს
დაბადების სახელი კარენ ლიუსილ ჰეილი
დაბადების თარიღი 14 ივნისი, 1989 (1989-06-14) (34 წლის)
მემფისი (ტენესი), აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 2003-დღემდე
საიტი lucyhale.com

კარენ ლუსილ ჰეილი(ინგლ. Karen lucille Hale; დ. 14 ივნისი, 1989) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და სატელევიზიო პიროვნება,[1] რომელიც პირველად გახდა ცნობილი ბექა სომერსის როლით სერიალში Bionic Woman (2007) და როუზ ბეიკერის როლით, სერიალში პრივილიგებული (2008–2009). შემდეგ მან წარმატება მიაღწია არია მონტგომერის როლით, Freeform-ის სერიალში პატარა საყვარელი მატყუარები (2010–2017). მან ასევე ითამაშა სტელა ებოტის როლი ტელესერიალში, ცხოვრების განაჩენი(2018) და ტიტულოვანი პერსონაჟი ტელესერიალში, ქეტი კინი (2020). ჰეილი გადაღებულია ისეთ ფილმებში, როგორიცაა: ჯინსის შარვალი-თილისმა (2008), ქალთა ომი(2009), კონკიას ისტორია: ერთხელ სიმღერაში და კივილი 4 (ორივე 2011), სიმართლე ან გაბედე და ძმაკაცი (ორივე 2018), და ფანტასტიკის კუნძული(2020).

მსახიობობის გარდა ჰეილის მუსიკაშიც უმოღვაწია. 2003 წელს იგი პირველად გახდა ცნობილი, როგორც რეალითი შოუს American Juniors-ის ერთ-ერთი გამარჯვებული. 2012 წელს Hollywood Records-თან თანამშრომლობით დაიწყო სოლო სამომღერლო კარიერა. 2014 წელს პირველად გამოსცა სტუდიო ალბომი, სახელწოდებით: Road Between (2014).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ლუსი ჰეილი დაიბადა 1989 წლის 14 ივნისს, მემფისში, ტენესის შტატში, ჯული ნაითისა და პრესტონ ჰეილის ოჯახში. [2] [3] მას ერთ-ერთი დიდი ბებიის სახელი დაარქვეს. დედა რეგისტრირებული მედდაა. [4] მას ჰყავს უფროსი და, მეგი, [5] ნახევარდა, კირბი, [6] და ნახევარძმა ვესი.[7] . ბავშვობაში ის მსახიობისა და სიმღერის გაკვეთილებს გადიოდა. 2012 წლის აგვისტოში ჰეილს კვებითი დარღვევა აღმოაჩნდა. [8]

სამსახიობო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წელს ჰეილი პირველად გამოჩნდა ტელევიზიაში, როგორც Fox- ის რეალითი შოუს American Juniors- ის კონკურსანტი. 2003 წლის 30 ივლისს, ჰეილი მეოთხე ადგილზე გავიდა და ამავე სახელწოდების ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა ტოპ 5 ფინალისტთან ერთად, ჯგუფი დაიშალა 2005 წელს, მას შემდეგ რაც, მათმა ალბომმა წარმატება ვერ მოიპოვა.[9]

ჰეილი 15 წლის ასაკში გადავიდა ლოს-ანჯელესში, იმ იმედით, რომ მიიღებდა სამსახიობო გარიგებას. [10] [11] ცოტა ხნის შემდეგ მან მიიღო უმნიშვნელო როლი, ფილმში დრეიკი & ჯოში [12] . სტუმრების როლები ჰქონდა ისეთ შოუებში, როგორიცაა Ned's Declassified School Survival Guide, OC და როგორ შევხვდი დედათქვენს . ამ პერიოდში გამოჩნდა დისნეის არხის შოუს, Wizards of Waverly Place- ის ორ ეპიზოდში. 2007 წელს ჰეილი გამოჩნდა NBC-ს ხანმოკლე სერიალში Bionic Woman. ჰეილი ამ მინისერიალში ასრულებს ბეკა სომერსის, ტიტულოვანი პერსონაჟის ხაიმე სომერსის უმცროსი დის როლს. პერსონაჟს თავდაპირველად მეი უიტმანი ანსახიერებდა დაუმუშავებელ საპილოტე ეპიზოდში, რის შემდეგაც უიტმენმა სერიალი დატოვა. [13]

ჰეილი 2018 წელს

2008 წლის აგვისტოში ჰეილის დებიუტი შედგა დიდ ეკრანზე, ფილმში ჯინსის შარვალი-თილისმა, რომელშიც მსახიობმა განასახიერა ეფე კალიგარისი, პერსონაჟი ლენა კალიგარისის უმცროს და (ასრულებს ალექსის ბლედელი).[14] შემდეგ ჰეილი გამოჩნდა The CW-ს სერიალში პრივილეგირებული, ამ სერიალში მან ითამაშა როუზ ბეიკერის როლი, მასთან ერთად სერიალში მონაწილეობას იღებდნენ: ეშლი ნიუბროუ და ჯოანა გარსია.[15] მოგვიანებით, მან მონაწილეობა მიიღო ცხოვრებისეულ სატელევიზიო ფილმში ქალთა ომები. [16] 2009 წლის ოქტომბერში ჰეილიმ მიიღო არია მონტგომერის როლი ამერიკულ სერიალში, პატარა საყვარელი მატყუარები, სერიალი გადაღებულია სარა შეპარდის ამავე სახელწოდების წიგნის სერიის მიხედვით. [17] სატელევიზიო სერიალმა შვიდი სეზონი გასტანა. გადაღებები მიმდინარეობდა 2010 წლიდან 2017 წლამდე, ჰეილის თამაშმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, და გარდა ამისა, აღნიშნული როლისთვის, მიიღო მრავალი ჯილდო და ნომინაცია.

2010 წლის იანვარში, მომღერალი ფიბი ნიკოლსის როლი მოირგო, სერიალში დანაშაულის ადგილი:მაიამი-ს ეპიზოდში "Show Stopper". 2011 წელს, ჰეილის ეპიზოდური, შერის როლი ჰქონდა ფილმში, კივილი 4. მოგვიანებით, იგი მსახიობ კეიტი გიბსის როლს ასრულებს კონკიას ამბავი: ერთხელ სიმღერაში.

ჰეილმა უმასპინძლა MTV-ს პანკის, ერთ-ერთ ეპიზოდს, რომელიც 2012 წლის 26 აპრილს გავიდა ეთერში. [18] იმავე წელს ჰეილიმ გაახმოვანა პერსონაჟი, ტინკერ ბელის დის, პერინკალი დისნეის ანიმაციურ ფილმში "ფრთების საიდუმლო" . [19] 2013 წლის 11 ივნისს ჰეილია გამოაცხადა, რომ ის არის სილამაზის ბრენდის Mark Girl- ის ახალი ელჩი. [20] ჰეილი მასპინძლობდა სატელევიზიო ღონისძიებების შოუებს, მათ შორის არის: Teen Choice Awards (დარენ კრისთან ერთად 2013 წელს და დევიდ დობრიკთან ერთად 2019 წელს [21] ) და 2014 წლის MTV Video Music Awards პრე-შოუ სვეი კელოუსთან ერთად.. [22] ჰეილი კორესპონდენტად მუშაობდა ახალ ორლეანში.

2018 წელს ჰეილიამმიიღო მონაწილეობა The CW-ს კომედიურ-დრამატულ სერიალში ცხოვრებისეული განაჩენი, სერიალში მონაწილეობას იღებდა სტელა ებოტის როლით, რომელიც აღმოაჩენს, რომ მისი კიბო განიკურნება. სერიალი გაგრძელდა მხოლოდ ერთ სეზონს. იმავე წელს ლუსიმ ითამაშა სამ ფილმში: სიმართლე ან გაბედე, ძმაკაცი და ერთფეროვანი. 2019 წლის 11 მარტს ჰეილი მთავარ როლს თამაშობდ კეტი კინ ში, როლს ასრულებს Archie Comics-ის ამავე სახელწოდების პერსონაჟის მიხედვით . 2020 წელს მსახიობმა ითამაშა მელანი კოულის როლი ზებუნებრივ საშინელებათა ფილმში ფანტასტიკის კუნძული. ჰეილი გამოჩნდება მომავალ ფილმებში: Borrego და სიძულვილის თამაში, სადაც მასთან ერთად ითამაშებს ოსტინ სტოუელი.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეილიმ მუსიკა აღწერა, როგორც მისი „პირველი სიყვარული“. მისი ადრეული მუსიკალური გავლენა იყო შანია ტვენი და ფეიტ ჰილი, მაგრამ რამაც გამოიწვია მისი ინტერესი მუსიკალური კარიერის დაწყებაში, იყო ბრიტნი სპირსი. მან ჩაწერა საუნდტრეკი ფილმისთვის, კონკიას ისტორია:ერთხელ სიმღერაში. რამდენჯერმე გამოჩნდა არტისტების, ფოი ვანსის, ჯექსონ ჰარისის მუსიკალურ ვიდეო-რგოლებში.

2012 წლის ივნისში, ჰეილიმ გამოაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა სარეკორდო გარიგებას Hollywood Records– თან. [23] 2014 წლის 18 თებერვალს გამოცხადდა პირველი სტუდიო ალბომის Road Between-ის შესახებ. ალბომი გამოვიდა 2014 წლის 3 ივნისს. [24] 2015 წელს ჰეილიმ ითანამშრომლა Rascal Flatts- თან, შეასრულა Let It Go-ს ქავერი დისნეის ანიმაციური ფილმისთვის, გაყინული.[25] მოგვიანებით, ლუსიმ ჩაწერა ორი სიმღერა "Mistletoe" და "You're Here" საშობაო ალბომში A Hollywood Christmas, რომელიც გამოვიდა 2017 წლის 8 დეკემბერს. [26]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Richmond, Ray (September 23, 2007). „Bionic Woman“. The Hollywood Reporter. Associated Press. ციტირების თარიღი: June 30, 2015.
  2. Lucy Hale. NBC. Retrieved November 11, 2008.
  3. Memphis Connection: "Pretty Little Liars" star will release CD Tuesday - The Commercial Appeal (August 5, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 5, 2014. ციტირების თარიღი: თებერვალი 28, 2021.
  4. Mansfield, Brian (January 5, 2014). „On the Verge: Actress Lucy Hale goes country“. USA Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 6, 2014. ციტატა: „...whose full name is Karen Lucille Hale“Mansfield, Brian (January 5, 2014). "On the Verge: Actress Lucy Hale goes country". USA Today. from the original on January 6, 2014. ...whose full name is Karen Lucille Hale
  5. Savvy — Issue 11 : Cover Story. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-08. ციტირების თარიღი: 2021-02-28.
  6. Lucy Hale Shows Off Short Hair, Makes Late Night Debut.
  7. Lucy Hale.
  8. 'Pretty Little Liars' Lucy Hale: 'I used to go days without eating' (August 7, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 8, 2014. ციტირების თარიღი: თებერვალი 28, 2021.
  9. American Juniors. Allmusic. Retrieved November 11, 2008.
  10. Pretty Little Liars Secrets: A Q&A with Lucy Hale (May 30, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 16, 2014. ციტირების თარიღი: თებერვალი 28, 2021.
  11. ‘Pretty Little Liars’ Star Lucy Hale Shares Details About Upcoming Country Album [VIDEO] (October 28, 2013).
  12. Girl Talk: Lucy Hale (December 2012).
  13. Bionic Sis Gets New Face/Ears, More Casting News (July 17, 2007).
  14. Exclusive Interview: Lucy Hale of 'Bionic Woman'. BuddyTV (September 26, 2007). ციტირების თარიღი: January 8, 2014Scarpa, Gina (September 26, 2007). "Exclusive Interview: Lucy Hale of 'Bionic Woman'". BuddyTV. Retrieved January 8, 2014.
  15. 'Privileged': The kids are all white, and kind of shallow, too. USA Today (September 9, 2008). ციტირების თარიღი: November 11, 2008
  16. TV: Sorority Wars, the Definitive Lucy Hale Interview. Gosh!TV (October 17, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 3, 2016. ციტირების თარიღი: January 8, 2014
  17. ABC Family nears 'Little Liars' pickup. The Hollywood Reporter (October 19, 2009). ციტირების თარიღი: July 25, 2018[მკვდარი ბმული]
  18. Ian Harding Gets Pranked by Lucy Hale on Punk'd: "I'm So Glad I Didn't Cry!" (VIDEO). Wetpaint (April 27, 2012). ციტირების თარიღი: April 29, 2012
  19. Debby Ryan and Lucy Hale Discover the "Secret of the Wings" (Video). Shine on Media (October 15, 2012). ციტირების თარიღი: August 3, 2018
  20. Excited to share with you all that I'm @markgirl's official new #Beauty Brand Ambassador (June 11, 2013). Missing or empty |user= (help); Missing or empty |number= (help)
  21. Lucy Hale To Host Teen Choice 2019; YouTuber David Dobrik To Co-Host & Performers Set. Deadline Hollywood (July 29, 2019). ციტირების თარიღი: July 29, 2019
  22. Pretty Little Liars’ Star Lucy Hale to Host VMA Red Carpet Pre-Show. TheWrap. ციტირების თარიღი: October 9, 2018
  23. 'Pretty Little Liars' star Lucy Hale lands record deal with Hollywood Records (June 12, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 15, 2012. ციტირების თარიღი: თებერვალი 28, 2021.
  24. Lucy Hale’s Debut Album, ‘Road Between,’ Will Drop June 3 « Radio.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-24. ციტირების თარიღი: 2021-02-28.
  25. Verve Records & Walt Disney Records Announce Tracklisting For Compilation Album We Love Disney, Due October 30th (August 14, 2015).
  26. A Hollywood Christmas.

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]