შინაარსზე გადასვლა

ლუსი კოტონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუსი კოტონი

კოტონი 1920 წელს
დაბადების თარიღი 29 აგვისტო, 1895
ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ.
გარდაცვალების თარიღი 12 დეკემბერი, 1948 (53 წლის)
მაიამი ბიჩი, ფლორიდა, აშშ.
მეუღლე(ები)
  • ედვარდ რასელ ტომასი (იქ. 1924; გ. 1926)
  • ლიტონი გრეი ამენტი (იქ. 1927; გაშორდა 1930)
  • ჩარლზ ჰან უმცროსი (იქ. 1931; გაშორდა 1932)
  • უილიამ მ. მაგრაუ (იქ. 1932; გაშორდა 1941)
  • თავადი ვლადიმერ ერისთავ-ჩიჩერინი (იქ. 1941)
შვილ(ებ)ი 1

ლუსი კოტონი (29 აგვისტო, 189512 დეკემბერი, 1948) — ამერიკელი მსახიობი. გამოჩნდა 12 ფილმში 1910 წლიდან 1921 წლამდე.

კოტონი ჰიუსტონში, ტეხასის შტატში დაიბადა და მაიამი ბიჩში, ფლორიდაში გარდაიცვალა.[1][2] თინეიჯერობის ასაკში ნიუ-იორკში ჩავიდა და ბროდვეის დადგმა „კვაკერი გოგონას“ მომღერალთა გუნდის უმნიშვნელო წევრის როლს ასრულებდა. 1915 წელს კოტონი პარკის თეატრში, ნიუ-იორკში, დადგმა „პოლიგამიაში“ გამოჩნდა. 1919 წელს ითამაშა პიესაში „ზევით, მეიბელის ოთახში“.[2][3]

მისი პოპულარობის გამო პრესა მის პირად ცხოვრებას დიდ ყურადღებას აქცევდა. 1924 წელს გათხოვდა ედვარდ რასელ ტომასზე, „ნიუ-იორკის მორნინგ ტელეგრაფის“ გამომცემელზე. ედვარდი ორი წლის შემდეგ, 1926 წლის ივლისში გარდაიცვალა[4] და ქვრივს პატარა ქალიშვილი, ლუცეტა, და 27 მილიონი დოლარი დაუტოვა.[5] ამის შემდეგ ლუსი სამჯერ გათხოვდა: ლიტონ გრეი ამენტზე (1927 წლიდან 1930 წლამდე), ადვოკატ ჩარლზ ჰან უმცროსზე (1931 წლიდან 1932 წელს განქორწინებამდე) და მანჰეტენის მიწისქვეშა ინსტალაციების კომპანიის პრეზიდენტ უილიამ მ. მაგრაუზე (1932 წლიდან 1941 წლამდე). საბოლოოდ ის ცოლად გაჰყვა ქართველ-რუს თავად ვლადიმერ ერისთავ-ჩიჩერინს (დაქორწინდნენ 1941 წლის 15 ივნისს, ნიუ-იორკის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში).[1][2][6]

კოტონის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქალიშვილმა, ლუცეტა კოტონ ტომასმა (რომელმაც სახელი შეიცვალა და მერი ფრანცეს ტომასი დაირქვა) გადაწყვიტა რომ დედისათვის მაიამიში კრემაცია ჩაეტარებინა, და მისი ფერფლი ნიუ-იორკში გადაგზავნა, სადაც მისთვის პანაშვიდი მოეწყო.

მნიშვნელოვანი ფილმოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Lucy Cotton Dead; Was Broadway Star, The New York Times, December 13, 1948
  2. 2.0 2.1 2.2 Petit, Don (13 December 1948) Princess Took Fatal Tablets While Ill დაარქივებული 2020-03-17 საიტზე Wayback Machine. , The Miami News, pp. 1A, 16A, Retrieved October 27, 2010
  3. (13 December 1948) Highlight Episodes In Showgirl-to-Princess Career..., The Miami News, p. 1B, Retrieved October 27, 2010
  4. (7 July 1926) E. R. Thomas, Noted Sportsman, Dies, The New York Times, Retrieved October 27, 2010
  5. Murrell, Muriel V. Miami, a backward glance, Ch.16 (2003)(ISBN 978-1561642861) (book chapter dedicated to actress)
  6. MRS. Astor and the Gilded Age. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-04. ციტირების თარიღი: 2012-10-27.