ლუსინე ზაქარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუსინე ზაქარიანი
1 ივნისი, 1937
Lusine Zakaryan 2.JPG
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სვეტლანა ზაქარიანი
დაბ. თარიღი ახალციხე, საქართველოს სსრ
დაბ. ადგილი სომეხი
გარდ. თარიღი 30 დეკემბერი, 1992 (55 წლის)
გარდ. ადგილი ერევანი
ეროვნება სომხები
ჟანრ(ებ)ი სოპრანო
ჯილდოები სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტები, წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენი და Honored Artist of the Armenian SSR
საიტი intlsolidarity.blogspot.com/2007/10/lusine-zakaryan.html
ლუსინე ზაქარიანი ვიკისაწყობში

ლუსინე ზაქარიანი (სომხ. Լուսինե Զաքարյան; დაბადების სახელი - სვეტლანა ზაქარიანი; დ. 1 ივნისი, 1937; ახალციხე, საქართველოს სსრ — გ. 30 დეკემბერი, 1992; ერევანი, სომხეთი) — სომეხი სოპრანო, რომელიც დაიბადა და გაიზარდა საქართველოს სამხრეთ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში. 1952 წელს გადავიდა ოჯახთან ერთად ერევანში, სადაც დადიოდა საშუალო მუსიკალურ სკოლაში. 1957 წელს ჩააბარა რა ერევნის სახელმწიფო მუსიკალურ კონსერვატორიაში მისი ნიჭიერება მალევე გახდა ნათელი.

1970 წლიდან 1983 წლამდე ზაქარიანი იყო სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს სოლისტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ის ასევე მღეროდა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წმინდა საყდრის, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძრის გუნდში. სწორედ მრავალსაუკუნოვანი სომხური სასულიერო ჰიმნების არაჩვეულებრივი შესრულების გამო არის ლუსინე დღეს კარგად ცნობილი.

ზაქარიანი ცნობილი იყო როგორც საერთაშორისო საოპერო რეპერტუარებით ასევე სომხური ტრადიციული და საეკლესიო მუსიკით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]