ლუსია პინოჩეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუსია პინოჩეტი
ესპ. Inés Lucía Pinochet Hiriart
Lucia Pinochet.jpg
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი 1943(1943-12-14) (76 წლის)
დაბადების ადგილი სანტიაგო
მოქალაქეობა Flag of Chile.svg ჩილე
განათლება ჩილეს უნივერსიტეტი და Metropolitan University of Educational Sciences
მამა აუგუსტო პინოჩეტი
დედა Lucía Munra Hiriart
მეუღლე/ები Roberto Thieme

ინეს ლუსია პინოჩეტ ირიარტი (ესპ. Inés Lucía Pinochet Hiriart; დ. 14 დეკემბერი, 1943, სანტიაგო) — ჩილელი პოლიტიკური მოღვაწე, აუგუსტო პინოჩეტის უფროსი ქალიშვილი. 1973-1990წლებში აუგუსტო პინოჩეტის მმართველობის პერიოდში, მისი რეჟიმის ერთ-ერთი იდეოლოგი. გენერალ პინოჩეტის გადადგომის შემდეგ იყო მემარჯვენე ოპოზიციის აქტივისტი, მუნიციპალური საბჭოს წევრი სანტიაგოს ერთ-ერთი საარჩევნო ოლქიდან. დააკავეს ფინანსური თაღლითობის ბრალდებით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუსია პინოჩეტი დაიბადა 1943 წლის 14 დეკემბერს სანტიაგოში, ჩილეს მომავალი დიტქატორის აუგუსტო პინოჩეტისა და ლუსია ირიარტის ოჯახში. მამამისი იმ დროისათვის ჩილეს არმიის ლეიტენანტი იყო. დაასრულა ჩილეს უნივერსიტეტი და მიიღო პედაგოგისა და ხელოვნებათმცოდნის სპეციალობა.

გენერალ პინოჩეტის მმართველობის პერიოდში მისი უფროსი ქალიშვილი სამხედრო ხუნტის რეჟიმის იდეოლოგიურ და პროპაგანდისტულ მხარდაჭერაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ლუსია პინოჩეტი ხელმძღვანელობდა ეროვნული კვლევების კორპორაციას, კულტურის ეროვნულ ფონდს, უმაღლესი სწავლების პროფესიული ინსტიტუტს. ეს ორგანიზაციები, განსაკუთრებით პირველი (ეროვნული კვლევების კორპორაცია) შეიმუშავებდნენ კონცეფციებს, რომელიც ასაბუთებდა პინოჩეტის პოლიტიკას ჩილეს ეროვნული კულტურისა და მსოფლიოს ესპანური ტრადიციების პოზიციიდან[1].

1990 წელს გენერალ აუგუსტო პინოჩეტის პრეზიდენტოს პოსტიდან გადადგომის შემდეგ ლუსია პინოჩეტმა გააგრძელა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობა. იგი იყო მემარჯვენე კონსერვატიული ეროვნული მოქმედების მოძრაობის ხელმძღვანელობაში, ასევე აუგუსტო პინოჩეტის ფიონდის წევრი. 2004-2012 წლებში სანტიაგოს მუნიციპალური საბჭოს წევრია 23-ე საარჩევნო ოლქიდან (მოიცავს ვიტაკურის, ლას-კონდესიოსა და ლო-ბარნეჩის კომუნებს, რომლებიც ითვლებიან მემარჯვენე ძალების დასაყრდენ ოლქებად).

აუგუსტო პინოჩეტი გარდაიცვალა 2006 წლის 10 დეკემბერს. სამგლოვიარო ცერემონიალზე ლუსია პინოჩეტმა 1973 წლის 11 სექტემბრის გადატრიალება შეაფასა როგორც „თავისუფლების ალი“. მან მოუწოდა მემარჯვენე ძალებს (ალიანსი ჩილესათვის, დამოუკიდებელი დემოკრატიული კავშირი და სხვ.) ერთ კოალიციად გაერთიანებისკენ, რომელიც ხელს შეუშლიდა „ევოლუციას მარცხნისაკენ, ჩავესის ტიპის პოპულიზმისაკენ“[2].

დადანაშაულება და დაპატიმრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის იანვარში პოლიციამ დააკავა აუგუსტო პინოჩეტის ოჯახის რამდენიმე წევრი: ცოლი, ორი ბიჭი და ორი გოგო, გადასახადების დაფარვის გამო. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს გირაოს ხარჯზე. ლუსია პინოჩეტი არგენტინის გავლით აშშ-ში მოხვდა საიდუმლოდ. ვაშინგტონის აეროპორტში პოლიციამ დააკავა[3]. აშშ-ის ხელისუფლებამ უარი თქვა ეღიარებინა იგი პოლიტიკურ დევნილად და მოახდინა ჩილეში ექსტრადიცია. სანტიაგოში ანალოგიური ბრალდებით კვლავ დააკავეს ლუსია პინოჩეტი[4], რომელიც ასევე მალე გაათავისუფლეს.

2007 წლის ოქტომბერში პინოჩეტის ქვრივი და აუგუსტოს ხუთი შვილი, მათ შორის ლუსცია პინოჩეტი, ისევ დააკავეს 27 მილიონი დოლარის უცხოური საბანკო ანგარიშებზე უკანონოდ გადარიცხვის ბრალდებით[5]. პინოჩეტის ოჯახის ადვოკატმა პაბლო როდრიგესმა (ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის სამშობლო და თავისუფლება, ყოფილი ლიდერი, შემდეგ პრეზიდენტ პინოჩეტის იურიდიული მრჩეველი) დაპატიმრებას უწოდა „უკანონო და შეურაცხმყოფელი“ და მალევე მიაღწია დაპატიმრებულების გირაოს გადახდით გამოშვებას. თავად ლუსია პინოჩეტი კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებას, იგი საუბრობდა სირთულეებზე მემკვიდრეობის მიღებაში და საკუთარ თავს „ღარიბი ადამიანი“ უწოდა[2].

მეორე დაპატიმრების შემდეგ მალევე ლუსია პინოჩეტი კვლავ აირჩიეს მუნიციპალიტეტის დეპუტატად. არჩევნების შედეგი მან შეაფასა როგორც პოლიტიკური მხარდაჭერისა და მამამისის პოლიტიკის პატივისცემის დემონსტრირება[6].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუცია პინოჩეტი სამჯერ იყო გათხოვილი და ჰყავს სამი შვილი: როდრიგო გარსია პინოჩეტი ლუსიას შვილია ერნან გარსია ბარსელატოსთან ქორწინების შედეგად. როდრიგო 1986 წლის 7 სექტემბერს პინოჩეტზე თავდასხმის დროს იმყოფებოდა მის გვერდით და დაიჭრა. დედის მსგავსად გარსია პინოჩეტიც აქტიური მემარჯვენე პოლიტიკოსია.

1992 წელს მაიამში ვიზიტის დროს ლუსია დაუახლოვდა რობერტო ტიემეს, სამშობლოსა და თავისუფლების სამხედრო ფრთის ყოფილ ხალმძღვანელს. ამ ქორწინებას არ ეთანხმებოდა აუგუსტო პინოჩეტი, რადგან ულტრამემარჯვენე რადიკალი ტიემე მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო[7].

ლუსიას მესამე ქმარი გახდა რიკარდო გარსია როდრიგესი, აუგუსტო პინოჩეტის მთავრობის ყოფილი მინისტრი[8].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]