შინაარსზე გადასვლა

ლურჯი მონასტრის წარწერა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლურჯი მონასტრის წარწერაასომთავრული წარწერა, რომელიც ამოღარულია თბილისის ლურჯი მონასტრის აღმოსავლეთ კედელზე. წარწერა შედგება თერთმეტი სტრიქონისაგან.

ლურჯი მონასტერი
  1. ვინჲთგ~ნ ჩმ~ბრ ბრ~ლთგ~ნ სწმნ~ბით კთლკეთილნი კთლდ ქმნლნი ამის~თს მეცა შვ
  2. ილი ჭ~შტისა ემბ~ზისჲ გ~რნა ს~ხელით ოდენ ქე~ანე ხ~სქმით ურჩი და ყ~დ უშიში ღთისა
  3. ბრნძბთჲ უღ~რსი ბს~ლი ქრთლისა მთვრებ~სკოს ყოფილი ძე კ~თლნთსეს იობისი უნ~დთა
  4. ამ~თ მც~რეთა ნ~ვთთა მრ გ~ლსმდგ~ნბით მს~სბლი შენი ცეებრსა ამ~ს გმკბ სყ~დრ სრ~თლსა
  5. სმს~ხმსა~ ამ~ს კდ~რსა შა~ ყი~სა სფ~ლისა მომნადრბლ~თა სარწმ~ნბსა ზ~ა მრ~თლსა ათ~რმეტ
  6. თვ~დ აღრც~ხლსა დასსა მცქ~ლთსა თანმ~სყდრეო და სწ~რო ან~დრია ხ~ ვშ~ნე
  7. ნც~ვლსაგბლდ ჩმ~თს დ~ა სყ~რლისა ძმისა ჩ~მისა ე~ე~ ქთ~ლისა ამ~რთაამ~რისა რუჲს
  8. თვისა და შჳიდთა მთეულეთა პტ~რნისა აბ~ლსნისთ~ს და უპ~რმშსსა
  9. ძმისა ჩმ~ისა შვ~ლისა დ~თისთ~ს ვ~დის დაუდგ~რმლსა ამ~ს და წრმ~დნრსა სფლსა შა
  10. ... ან
ასომთავრული წარწერა
  1. ვინაჲთგან ჩემებრ ბრალეულთაგან სარწმუნოებით კეთილ-კეთილნი კეთილად ქმნულნი ამისთჳს მეცა, შ[ვ]-
  2. ილი ჭეშმარიტისა ემბაზისაჲ, გარნა სახელით ოდენ ქრისტეანე, ხოლო საქმით ურჩი და ყოვლად უშიში ღმრთისა
  3. ბრძანებათაჲ, უღირსი ბასილი ქართლისა მთავარებისკოპოსყოფილი, ძე კეთილნ[ათესვისი] იობისი, უნდოთა
  4. ამით მცირეთა ნივთთა მიერ გულსმოდგინებით მსასოებელი შენი, ცეებრსა ამას გიმკობ საყდართ-სართულსა
  5. სამსხემოსა ამას კედარსა შინა, ყოვლისა სოფლისა მომნადირებელთა სარწმუნოებასა ზედა მართალსა ათორმეტ
  6. თავად აღრაცხულსა დასსა მოციქულთასა თანამოსაყდრეო და სწორო ანდრია, ხოლო ვაშენე
  7. ნაცვალსაგებლად ჩემთჳს და საყუარელისა ძმისა ჩემისა ერისთავთ-ერისთავისა ქართლისა, ამირთა ამირისა რუჲს-
  8. თვისა და შჳდთა მთეულთთა პატრონისა აბულასანისთჳს და უპირმშოესისა
  9. ძმისა ჩემისა შვილისა დავითისთჳს დაუდგრომელსა ამას და წარმდინარესა სოფელსა შინა
  10. ...ამენ

წარწერას ექვთიმე თაყაიშვილი ათარიღებდა თამარის მეფობის ეპოქით. ვახტანგ ბერიძეXII-XIII საუკუნეებით. გიორგი ოთხმეზურის აზრით, წარწერა შესრულებულია აბულასანის მეჭურჭლეთუხუცესობის პერიოდში, 1185-1187 წლებში.

წარწერა შესრულებულია მაღალი სტილით (ვრცელი შესავალი, ტრაფარეტული გამოთქმები...).

  • დანელია კ., სარჯველაძე ზ., „ქართული პალეოგრაფია“, გამომცემლობა „ნეკერი“, გვ. 35., თბ. 1997 წ.