ლურსმნიანი ბომბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლურსმნების ასორტიმენტი

ლურსმნიანი ბომბი — ასაფეთქებელი მოწყობილობა, მიმართული ადამიანის სიცოცხლის მოსპობისკენ. აფეთქებისგან გამოწვეული ფრაგმენტაციის შემდეგ მეტალის საგნები დიდი სიჩქარით ვრცელდება და დიდ ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლეს. მსგავსი ასაფეთქებელ მოწყობილობებს ბევრად დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ვიდრე ჩვეულებრივ ასაფეთქებლებს. ლურსმანთან ერთად ასევე გამოიყენება მეტალის ბურთები, დამსხვრეული საპარსები, ისრის თავები და მეტალის საგნები.

ლურსმნის ბომბების გამომყენებლები ძირითადად თვითმკვლელი ტერორისტები არიან, ისინი ბომბებს ხალხმრავალ ადგილებში აფეთქებენ, რომ გაიზარდოს დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა. მსგავსი ბომბების აღმოჩენა შესაძლებელია ელექტრომაგნიტური სენსორებით და ჩვეულებრივი მეტალის დეტექტორებით.

ტერორისტული აქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკანასკნელი ტერორისტული აქტი ლურსმნიანი ბომბით განხორციელდა 2016 წლის 22 მარტს, ბრიუსელში.

1970 წლის, 6 მარტს, აფეთქება მოხდა ნიუ-იორკში. ტერორისტული დაჯგუფების Weatherman-ის სამ წევრს ასაფეთქებელი მოწყობილობა შემთხვევით სახლში აუმოქმედდათ, რის შედეგაც სამივე წევრი გარდაიცვალა.[1]

რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა ჩრდილოეთ ირლანდიაში, რესპუბლიკელებისა და ლოიალისტების მიერ.

1999 წელს ლონდონში რამდენიმე ბომბი ამოქმედდა, რომელიც ნეო-ნაცისტ დევიდ კოუპლენდის მიერ იქნა დამონტაჟებული, მიმართული იყო ლგბტ და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ. დაიღუპა 3 და დაშავდა 140 ადამიანი.[2]

2004 წლის, 9 ივნისს, ლურსმნიანი ბომბი ამოქმედდა კელნში, ბომბი დამონტაჟებული იყო ნეო-ნაცისტების მიერ. აფეთქება მოხდა პოპულარულ თურქული მაღაზიების უბანში, რომელსაც "პატარა სტამბოლი" ეწოდება. დაზიანება მიიღო 22 ადამიანმა, ასევე დაზიანდა მაღაზიები და მანქანები.[3]

2005 წლის, 31 დეკემბერს, ინდონეზიურ სავაჭრო ცენტრში ბომბი ამოქმედდა, მეორე აუმოქმედებელი ბომბი კი აფეთქების ადგილიდან ახლოს იპოვეს.

2007 წლის, 28 ივნისს, ლონდონში მერსედესის მარკის ავტომანქანაში ნაპოვნი იქნა ლურსმნიანი ბომბი, რომელიც პოლიციის მიერ იქნა დეაქტივირებული. როგორც შემდეგ აღმოჩნდა ეს ტერორისტული თავდასხმის ნაწილი იყო. აფეთქებულ მანქანას უნდა გამოეწვია ქაოსი და შემთხვევის ადგილიდან გაქცეულ ადამიანებს, ქუჩის გაწვრივ მეორე დანაღმული მანქანაც ელოდა, რომელიც სწორედ იმ დროს უნდა აფეთქებულიყო, რა დროსაც მასთან ხალხის მასა გაივლიდა.

2007 წლის, 21 დეკემბერს, ბომბი ამოქმედდა შერპაოში, პაკისტანში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ.ბომბის აფეთქება მოხდა მეჩეთში, როდესაც ის მლოცველებით იყო სავსე. 50-მდე ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

2008 წელს, ექსეტერში, აფეთქების მცდელობისას ბომბის აქტივაცია მოხდა ტერორისტის წინ, ხალხისგან მოშორებით.

2011 წლის, 11 აპრილს მინსკში აფეთქებისას დაიღუპა 15 და დაშვდა 149 ადამიანი.

2011 წელს, სირიის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, სირიის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა მათ მიერ მსგავსი ბომბების გამოყენება.[4]

2016 წლის, 22 მარტს, ბრიუსელში მოხდა აფეთქებების სერია ლურსმნიანი ბომბების გამოყენებით. თავდასხმები ერთოდროულად მოხდა მეტროს სადგურში და აეროპორტში.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://query.nytimes.com/gst/abstract.html?res=9D00E6DC173EE034BC4A52DFB566838B669EDE
  2. http://www.theguardian.com/uk/2000/jun/30/uksecurity.sarahhall
  3. http://www.spiegel.de/panorama/justiz/braune-zelle-zwickau-neonazi-terroristen-hinterliessen-gestaendnis-auf-dvd-a-797400.html
  4. http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/middleeast/syria/8985263/Syrian-security-forces-resort-to-nail-bombs.html
  5. http://www.nieuwsblad.be/cnt/dmf20160322_02196573