ლუნდის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლონიამდელი აფრიკის სახელმწიფოების რუკა.

ლუნდა — XVI-XIX საუკუნეების სახელმწიფო თანამედროვე თანამედროვე ზამბიის, ანგოლისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

გეიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა საუკუნეების სახელმწიფო აფრიკის ცენტრალურ ნაწილში, ეკვატორის სამხრეთით. 1680 წლისათვის მისი ფართობი იყო 150 ათ. კმ². XIX საუკუნის ბოლოსათვის მისი ფართობი პრაქტიკულად გაორმაგდა და მიაღწია 345 ათ. კმ² და მოსახლეობის რაოდენობამ 2 მლნ-ს მიაღწია, მოსახლეობის ძირითადი ნაწილს ლუნდას ტომი შეადგენდა.

პოლიტიკური წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუნდის სამეფოს პოლიტიკური წყობა იყო აბსოლუტური მონარქია, რომლის უზენაესი მმართველი იყო მუატა-იამვო. მას ადგილობრივი ტომები უხდიდნენ მარილს, სპილენძს, ცხოველთა ტყავს, მონებს, სპილოს ძვალს და სხვა. ასევე მას თან უნდა ხლებოდნენ ლაშქრობების დროს. მუატა-იამვოსთან ერთად უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნოდა ლულოკეშას, გაუთხოვარ ქალს. მუატა და ლულოკეშა იყვნენ და-ძმა. მათი მმართველებად არჩევის შემდეგ აღიარებდნენ ერთმანეთის ძალაუფლებას.

ადგილებზე ხელისუფლება ხელთ ეპყრათ ტომის ბელადებსა და ადგილობრივი რელიგიის ქურუმებს. ასევე მართავდა რეგიონებს მუატა-იამვოს წარგზავნილებიც.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფოს დედაქალაქი იყო მუსუმბა, სადაც მუდმივად ცხოვრობდა 10 ათასამდე ადამიანი. ყოველი მუატას გარდაცვალების შემდეგ ახალი მმართველი აშენებდა ახალ რეზიდენციას. XVII საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის დასასრულამდე ლუნდა რეგიონის უმთავრესი სახელმწიფო იყო. მისი მოკავშირე სახელმწიფო იყო ლუბა, რომლის პირველ მეფესაც ცოლად ჰყავდა ლუნდის მეფის შვილი. ყველაზე მეტად გაფართოების პერიოდში სამეფო გადაჭიმული იყო ტანგანიიკის ტბიდან ატლანტის ოკეანემდე.

1884 წლის ბერლინის კონფერენციის შედეგად ლუნდა გაიყო ორ ნაწილად: კონგოს თავისუფალი სახელმწიფო (აკონტროლებდნენ ბელგიელები) და ჩრდილოეთი როდეზია (აკონტროლებდნენ ბრიტანელები).

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიის თვალსაზრისით ლუნდის სამეფოს წარმომადგენლები იყვნენ ანიმისტები, რომლებიც თაყვანს სცემდნენ წინაპართა სულებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Thornton, John (1998). Africa and Africans in the Making of the Atlantic World, 1400-1800 (Second Edition). Cambridge: Cambridge University Press, გვ. 340 Pages. ISBN 0-521-62724-9.