ლუნა Е-3 № 2
| „ლუნა“ Е-3 № 2 | |
|---|---|
| მისია | მთვარისა უკანა მხარის ფოტოგრაფირება |
| მისიის ხანგრძლივობა | 1 წმ |
| სტატუსი | წარუმატებელი |
| ტექნიკური მახასიათებლები | |
| მწარმოებელი |
|
| მასა | 279 კგ |
| მისიის დაწყება | |
| გაშვების თარიღი |
19 აპრილი, 1960 16:07:41 UTC |
| სასტარტო მოედანი |
|
| რაკეტა-მატარებელი | Восток-Л (8К72) № Л1-9А |
„ლუნა“ Е-3 № 2 (რუს. «Е-3 № 2»), NASA-ს მიერ ზოგჯერ იდენტიფიცირდება, როგორც ლუნა 1960B (ინგლ. Luna 1960B) — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1960 წლის 19 აპრილს, მთვარის უკანა მხარის გადასაღებად. ეს იყო 279 კილოგრამიანი (615 ფუნტი) ლუნა E-3 კოსმოსური ხომალდი. კონსტრუქციულად ძაან წააგავდა E-2A აპარატს.
ლუნა Е-3 № 2 გაუშვეს 1960 წლის 19 აპრილს, UTC-ის დროით 16:07:41 საათზე, რაკეტა-მატარებელი ვოდტოკ-ლ (8K72),[1] რომელიც ბაიკონურის კოსმოდრომის 1/5 სადგურიდან აფრინდა.[2] აფრენისთანავე, პირველი საფეხურის ერთ-ერთმა ბლოკმა თავისი სიმძლავრის მხოლოდ 75% განავითარა, რამაც გამოიწვია მისი ცენტრალური ბლოკიდან მოწყვეტა. ამან გამოიწვია მთელი კონსტრუქციის დაშლა. რაკეტა დაეცა შეკრებისა და ტესტირების შენობასთან ახლოს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Станции первого поколения Е-1, Е-1А, Е-2, Е-2А, Е-3, Е-5. Космическая энциклопедия. ციტირების თარიღი: 2010-02-17
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Wade, Mark. Soyuz. Encyclopedia Astronautica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 January 2010. ციტირების თარიღი: 26 July 2010.
- ↑ McDowell, Jonathan. Launch Log. Jonathan's Space Page. ციტირების თარიღი: 26 July 2010.
| ||||||||||||||||||||||