შინაარსზე გადასვლა

ლუნარ ორბიტერ 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუნარ ორბიტერ 2

„ლუნარ ორბიტერ 2“
ოპერატორი აშშ-ის დროშა NASA
NSSDC ID 1966-100A
SCN 02534
საიტი science.nasa.gov
მისიის ხანგრძლივობა 11 თვე, 5 დღე
ტექნიკური მახასიათებლები
მწარმოებელი ლენგლის კვლევითი ცენტრი
ასაფრენი მასა 385.6 კგ[1]
ზომები 3.72×1.65×1.5 მ
სიმძლავრე 375 ვატი[2]
მისიის დაწყება
გაშვების თარიღი 6 ნოემბერი, 1966, 23:21:00 UTC[3]
სასტარტო მოედანი კანავერალის კონცხის სასტარტო მოედანი LC-13
რაკეტა-მატარებელი ატლას SLV-3 აჯენა-D
მისიის დასრულება
ჩამოვარდა 11 ოქტომბერი, 1967, 07:12:54 UTC
დაცემის კოორდინატები 3°00′N 119°06′E / 3.0° ჩ. გ. 119.1° ა. გ. / 3.0; 119.1

„ლუნარ ორბიტერ 2“ (ინგლ. Lunar Orbiter 2) — NASA-ს ავტომატური უპილოტო კოსმოსური აპარატი, რომელიც შეიქმნა „ლუნარ ორბიტერის“ პროგრამის ფარგლებში, გაშვებული იქნა 1966 წელს მთვარის ზედაპირის რუქების შედგენის მიზნით. პირველი სამი ლუნარ ორბიტერის კოსმოსური აპარატებიდან მიღებული მონაცემები შემდგომში გამოყენებული იქნა „აპოლოსა“ და „სერვეიერის“ პილოტირებული კოსმოსური ხომალდის უსაფრთხო დაშვების ადგილების დასადგენად.[4]. მისიის ფარგლებში გადაღებულ იქნა 211 ფოტო, მთვარის 40 სხვადასხვა პოზიციიდან.

აპარატის ორბიტა და ხილული მხარის (მარცხნივ) და მთვარის უკანა მხარის ფოტოგრაფირება (მარჯვნივ)

„ლუნარ ორბიტერ 2“ გაშვებული იქნა 1966 წლის 6 ნოემბერს კანავერალის კონცხის კოსმოსური ძალების სადგურის სასტარტო მოედანი LC-13-დან. კოსმოსურმა აპარატმა მიზანს მიაღწია 92.5 საათიანი ფრენის შემდეგ. მისი თავდაპირველი ორბიტა შეადგენდა 196 × 1850 კმ-ს, ხოლო დახრილობა — 11.8°-ს. ხუთი დღის შემდეგ პერიცენტრი დაყვანილ იქნა 50 კმ-მდე. 1966 წლის 7 დეკემბერს მონაცემების შეგროვების ბოლო დღეს დაზიანდა გამაძლიერებელი, რის გამოც დაიკარგა 6 ფოტოგრაფია. 8 დეკემბერს დახრილობა გაზარდეს 17.5°-მდე, რათა უკეთ შეესწავლათ მთვარის გრავიტაცია. კვლევის პერიოდში აპარატმა მიიღო სამი მიკრომეტეორიტული დარტყმა. შემდგომ აპარატმა მთვარის ორბიტაზე ინერციით გააგრძელა ფრენა. 1967 წლის 11 ოქტომბერს განახორციელა ხისტი დაშვება შესასწავლ ობიექტზე.

  1. Lunar Orbiter 2. NASA (December 8, 2017). ციტირების თარიღი: 30 November 2022
  2. Lunar Orbiter 1. NASA. ციტირების თარიღი: 18 August 2024
  3. Lunar Orbiter I: Extended Mission Spacecraft Subsystem Performance. NASA (September 1967).
  4. Lunar Orbiter (1966 - 1967). NASA. ციტირების თარიღი: 2011-12-27.