შინაარსზე გადასვლა

ლუნარ ორბიტერი (კოსმოსური პროგრამა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ლუნარ ორბიტერი“ (NASA). ცენტრში მოჩანს საშუალო და დიდი რეზოლუციის ფოტოკამერები

„ლუნარ ორბიტერი“ (ინგლ. Lunar Orbiter) — აშშ-ის მთვარის ხელოვნურ თანამგზავრთა სერიის სახელწოდება. დამზადდა 3 ექსპერიმენტული და 5 საფრენი ნიმუში; პირველი 3-ის ძირითადი ამოცანა იყო „აპოლოს“ სერიის კოსმოსური ხომალდების მთვარის კაბინათა დასაშვებად ვარგისი ადგილების მოძებნა მთვარის ზედაპირზე. მოიძებნა 8 ასეთი ადგილი. დანარჩენი 2 აპარატის დახმარებით დამატებით მიიღეს დაშვების შესაძლო ადგილების, აგრეთვე მთვარის ხილვადი და უხილავი ნახევარსფეროების განსაკუთრებით საინტერესო ადგილების ფოტოსურათები, შემდგომ კი დამატებით გამოიკვლიეს მთვარე და მისი მიდამოები. გაშვება მოხდა რაკეტა-მატარებელ „ატლას-აჯენათი“, 1966 წლის 10 აგვისტოდან 1967 წლის 1 აგვისტომდე. მასა 386 კგ, სიმაღლე 1.68 მ; მაქსიმალური განივი ზომა 1.52 მ. აქვს ფოტოდანადგარი (მასა 68 კგ).

განხორციელდა „ლუნარ ორბიტერის“ შემდეგი კოსმოსური გაშვებები:[1]:

  • ლუნარ ორბიტერ 1
    • გაშვება 10 აგვისტო, 1966
    • მთვარის ფოტოგადაღება: 18-29 აგვისტო, 1966
    • ამოცანა — „აპოლოებისთვის“ დასაშვები ადგილების დაზღვერვა
  • ლუნარ ორბიტერ 2
    • გაშვება 6 ნოემბერი, 1966
    • მთვარის ფოტოგადაღება: 18-25 ნოემბერი, 1966
    • ამოცანა — „აპოლოებისთვის“ დასაშვები ადგილების დაზღვერვა
  • ლუნარ ორბიტერ 3
    • გაშვება 5 თებერვალი, 1967
    • მთვარის ფოტოგადაღება: 15-23 თებერვალი, 1967
    • ამოცანა — „აპოლოებისთვის“ დასაშვები ადგილების დაზღვერვა
  • ლუნარ ორბიტერ 4
    • გაშვება 4 მაისი, 1967
    • მთვარის ფოტოგადაღება: 11-26 მაისი, 1967
    • ამოცანა — მთვარის ზედაპირის კარტოგრაფირება
  • ლუნარ ორბიტერ 5
    • გაშვება 1 აგვისტო, 1967
    • მთვარის ფოტოგადაღება: 6-18 აგვისტო, 1967
    • ამოცანა — მთვარის ზედაპირის კარტოგრაფირება, მათ შორის მაღალი რეზოლუციით