შინაარსზე გადასვლა

ლუმპიანგ კესო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუმპიანგ კესო
ტიპი ლუმპიანგი
რიგითობა აპეტაიზერი
წარმოშობის ადგილი ფილიპინები
ტემპერატურა სერვირების დროს ცხელი
მთავარი
ინგრედიენტები
ყველი
ძირითადი
შემადგენლობა
ყველი და ცომი

ლუმპიანგ კესოფილიპინური შემწვარი აპეტაიზერი, რომელიც შედგება თხელ, კვერცხისგან მომზადებულ ცომში გახვეული ყველის მოგრძო ნაჭრებისგან. ის აგრეთვე ცნობილია, როგორც ყველის ჩხირები, ყველის ლუმპია ან ყველის ტურონი. ჩვეულებრივ მიირთმევენ თბილს, ბანანის, კეტჩუპისა და მაიონეზის ნარევისგან დამზადებული საწებლით.[1] მას ასევე უმატებენ ნივრიან მაიონეზეს ან ტკბილი ჩილის სოუსს.[2]

კერძს მარტივი რეცეპტი აქვს – ყველის გრძელ ჩხირს (ყველაზე ხშირად ჩედერს) ახვევენ თხელ ლუმპიას ცომში. ჩხირები სწრაფად იწვება, 2 წუთზე ნაკლებ დროში. იდეალურ შემთხვევაში, ყველს ან მთელ ლუმპიას მომზადებამდე აცივებენ ან ყინავენ, რადგან ეს ხელს უშლის ყველის სრულ დნობას შეწვისას. ყველის დადნობის თავიდან ასაცილებლად ასევე შეგიძლიათ, ის ცომში რაც შეიძლება მჭიდროდ გადაახვიოთ.[3][4][5][6]კერძის ზომა შეიძლება იყოს როგორც ძალიან თხელი და გრძელი, ასევე სქელი და მოკლეც. სურვილისამებრ, მას ყველის ფხვნილით ფარავენ.

ლუმპიანგ კესო ლუმპიას სახეობაა. კერძის მოდიფიცირება მარტივია და მის ვარიანტებში იყენებენ სხვადასხვა სახის რძის პროდუქტს, მაგალითად ნაღების ყველს ან რძეს. ყველი ლუმპიას სხვა სახეობებშიც გვხვდება, როგორიცაა დინამიტა და ლუმპიანგ შანხაი, თუმცა ისინი ცალკე კერძების სახეობადაც ითვლება. ლუმპიანგ კესო პოპულარულია ბავშვებში. მას ასევე ხშირად მიირთმევენ ლუდთან ან სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად.

  1. Filipino Cheese Sticks (October 16, 2015). ციტირების თარიღი: December 24, 2018
  2. Cheddar Cheese Lumpia Rolls (March 20, 2015). ციტირების თარიღი: December 24, 2018
  3. Cheese Sticks. ციტირების თარიღი: December 24, 2018
  4. WATCH: How To Make Cheese Sticks. ციტირების თარიღი: December 24, 2018
  5. Cheese Lumpia Appetizer. ციტირების თარიღი: December 24, 2018
  6. Cheese Sticks Recipe (December 21, 2012). ციტირების თარიღი: December 24, 2018