ლულუ დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ლულუ სევერიანის ასული დადიანი (დ. 14 ივნისი, 1942, თბილისი) — ქართველი ფერმწერი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1964) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი (1973). ამავე წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში. პერსონალური გამოფენები: თბილისი (1988), შტუტგარტი (გერმანია, 1989, 1991), ოიპენი (ბელგია, 1992), მაინცი (გერმანია, 1995) და სხვ. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „კითხვის ნიშანი“ (1988, მხატვრის კუთვნილება), „ნიღბები“ (1990, კერძო კუთვნილება), „შემოდგომის ყვავილი“ (1994, კერძო კუთვნილება), „რილკეს X ელეგია“ (1994, მხატვრის კუთვნილება), „ხის დაბადება“, „კარიატიდა“ (1990, კერძო კუთვნილება) და სხვ. თარგმნა რაინერ მარია რილკეს „დუინური ელეგიები“ (ვენა, 1998; ავსტრიის სახელმწიფო კანცელარიის პრემია, 2000). დადიანის ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეაში, ქ. ჰალეს მხატვართა კავშირის მუზეუმში, ბოსენის ხელოვნ. ცენტრში (გერმანია) და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]