ლულუბეელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლულუბეელების ბელად ანუბანინის ბარელიეფი წარწერითურთ.

ლულუბეელებიზაგროსის მთიანეთში ასურეთის აღმოსავლეთით ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებამდე ცხოვრობდნენ და პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად ჩანდნენ. ლულუბეელების ისტორიის ძირითადი წყარო ბაბილონური და ასურული წარწერებია, სადაც 2000 წლის მანძილზე მრავალი ცნობა არსებობს მათ შესახებ. ლულუბეელები ნახსენები არიან ხეთურ და ურარტულ წყაროებშიც. ასურულ წყაროებში ლულუბის სინონიმად ჩნდება „ზამუას ქვეყანა“. ასურეთის მეფე სარგონ II (ძვ. წ. 722 - ძვ. წ. 705) აღნიშნავს, რომ ლულუბის ქვეყანას ზამუას ქვეყანას ეძახიან. დადგენილია, რომ ამ ხალხის ადგილობრივი სახელწოდებაა ლულუბეელები. ზამუაც ასევე ადგილობრივი სახელია. გვიანი ასურული წარწერები ურმიის ტბას ზამუას ქვეყნის ზღვად მოიხსენიებს. ლულუბეელების ვრცელი ტერიტორია ესაზღვრებოდა ბაბილონს, ასურეთს, ელამს, მითანს, ურარტუს, მანას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]