ლუკრეცია მარტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკრეცია მარტელი
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1966 (1966-12-14) (57 წლის)
სალტა, არგენტინა

ლუკრეცია მარტელი (დ. 14 დეკემბერი, 1966) — არგენტინელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, რომლის ფილმებიც ხშირად მონაწილეობს კანის, ვენეციის, ბერლინის, ტორონტოსა და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე.[1]

2015 წელს კინომცოდნე პოლ ჯულიან სმიტმა მარტელზე დაწერა, რომ ის „ლათინური ამერიკის გარეთ უდავოდ კრიტიკულად ყველაზე აღიარებული ავტორია ესპანურენოვან არტჰაუს კინოში“ და რომ „ტრანსნაციონალურმა ავტორიზმმა და გამოკვეთილმა მახასიათებლებმა მას მსოფლიოს არტჰაუს კინოფესტივალების წრეში მტკიცე რეპუტაცია დაუმკვიდრა.“.[2] კინომცოდნე ჰეიდენ გესთმა მარტელს „თანამედროვე მსოფლიო კინოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული რეჟისორი“ უწოდა,[3] ხოლო დევიდ ოუბინამ მისი კინოშემოქმედება „იშვიათ სრულყოფილებად“ მოიხსენია.[4] 2018 წლის აპრილში Vogue-მ მარტელს „თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კინორეჟისორი“ უწოდა.[5]

რეჟისორის დებიუტი 2001 წელს ფილმით „ჭაობი“ შედგა. კინოსურათი მრავალრიცხოვანი ბურჟუაზიული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომლის წევრებიც ზაფხულს ძველ სახლში არგენტინის პროვინციულ ქალაქ სალტაში ატარებენ.[6][7][8][9][10] ფილმმა გამოსვლისთანავე საერთაშორისო აღიარება მოიპობა და მარტელის სახით, არგენტინულ კინოს ახალი და სიცოცხლით სავსე ხმა მოუტანა. დევიდ ოუბინამ „ჭაობს“ ახალი არგენტინული კინოს „ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა“ უწოდა. ახალი არგენტინული კინო წარმოადგენს თანამედროვე კინორეჟისორთა ტალღას, რომლებმაც ქვეყანაში ათწლეულობით მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ 1990-იანი წლების შუა ხანებში დაიწყეს მოღვაწეობა. ოუბინა ფილმის შესახებ წერს: „ეს ერის უახლეს ისტორიაში უკიდურესად მწვავე მომენტის იშვიათი გამოხატულებაა.“[4]

საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს მარტელის შემდეგმა ნამუშევრებმა: თინეიჯერული დრამა „წმინდა გოგონა“ (La niña santa) (2004),[11] ფსიქოლოგიური თრილერი „უთავო ქალი“ (La mujer sin cabeza) (2008)[12] და ისტორიული სერიალი „ზამა“ (2017).[13]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტელი არგენტინის ქალაქ სალტაში 1966 წელს დაიბადა. იგი შვიდიდან მეორე დედმამიშვილი იყო. მისი მამა საღებავების მაღაზიას ფლობდა და უძღვებოდა, დედამისი კი დიასახლისი იყო. ისინი ერთმანეთს უნივერსიტეტში შეხვდნენ, სადაც მამამისი - მეცნიერებას, ხოლო დედა ფილოსოფიას სწავლობდა. ისინი 24 წლის ასაკში დაქორწინდნენ, რის შემდეგაც შეწყვიტეს კარიერული ცხოვრება და სალტაში დასახლდნენ.

დაწყებით სკოლაში, მარტელს ბიძა მითოლოგიისადმი, ბერძნული და ლათინური ენებისადმი ინტერესის გაღვივებაში ეხმარებოდა. მეხუთე კლასში მან მიზნად დაისახა ჩარიცხულიყო ელიტარულ „უკიდურესას კათოლიკურ“ საშუალო სკოლა Bachillerato Humanista Moderno-ში, რადგან ეს იყო ერთადერთის სკოლა სალტაში, სადაც კლასიკური ენები ისწავლებოდა. მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ ამ სკოლას ელიტისტური ტრადიციის გამო, რომელიც, მათი აზრით, აძლიერებდა კლასთა შორის დაპირისპირებას და ზრდიდა მათ შორის უფსკრულს, თუმცა, სკოლის გამოჩენილ კურსდამთავრებულთა და მარტელის ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის გამო, ისინი დაჰყვნენ თავიანთი ქალიშვილის ნებას. მარტელი სკოლაში მეექვსე კლასში მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხა. როგორც საშუალო კლასის ოჯახის წარმომადგენელი, მარტელი სკოლაში თავს აუთსაიდერად გრძნობდა. მისი თქმით, მისი თანაკლასელები სკოლაში თავიანთი ოჯახების მოლოდინების გასამართლებლად დადიოდნენ, მისი მიზანი კი მხოლოდ ბერძნული და ლათინური ენების სწავლა იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2013-01-22) „Transnational Co-productions and Female Filmmakers: The Cases of Lucrecia Martel and Isabel Coixet“, Hispanic and Lusophone Women Filmmakers: Theory, Practice and Difference. UK: Manchester University Press, გვ. 12–24. ISBN 9780719083570. 
  2. Guest, Haden (1 January 2009). „Lucrecia Martel by Haden Guest“. BOMB Magazine. ციტირების თარიღი: 29 June 2018.
  3. 4.0 4.1 Oubiña, David. La Ciénaga: What's Outside the Frame (26 January 2015). ციტირების თარიღი: 30 October 2017
  4. Powers, John (9 April 2018). „Lucrecia Martel, One of the Greatest Directors in the World Right Now, Gets a Well Earned Retrospective at Lincoln Center“. Vogue. ციტირების თარიღი: 29 August 2018.
  5. La Ciénaga. ციტატა: „The release of Lucrecia Martel's La Ciénaga heralded the arrival of an astonishingly vital and original voice in Argentine cinema.“ ციტირების თარიღი: 30 October 2017
  6. Poblete, Joel (11 July 2006). „El cine argentino está muy vital“. Mabuse Film Magazine. Chile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 August 2007.
  7. Ebert, Roger. La Cienaga Movie Review & Film Summary (2001). Ebert Digital LLC (19 October 2001). ციტირების თარიღი: 30 October 2017
  8. McGavin, Patrick Z. (19 October 2001). „Family tensions fill risky 'La Cienaga'. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: 30 October 2017.
  9. La Cienaga (2001). Fandango. ციტირების თარიღი: 30 October 2017
  10. Scott, A. O. (10 April 2005). „Blessed Restraint“. The New York Times. ციტირების თარიღი: 30 October 2017.
  11. Murat, Pierre (2 May 2009). „La Femme sans tête“. Télérama (ფრანგული). Publications de la Vie Catholique. ციტირების თარიღი: 30 October 2017.
  12. Brooks, Xan (31 August 2017). „Zama review – Lucrecia Martel emerges from the wilderness with a strange, sensual wonder“. The Guardian. Guardian News and Media Limited. ციტირების თარიღი: 30 October 2017.