ლუკომლსკოე
იერსახე
| ლუკომლსკოე | |
|---|---|
| Лукомскае | |
ლუკომლსკოე | |
| კოორდინატები: 54°40′14″ ჩ. გ. 29°05′23″ ა. გ. / 54.67056° ჩ. გ. 29.08972° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 164 მ |
| ფართობი | 37,71 კმ² |
| მოცულობა | 0,243 კმ³ |
| სანაპირო ზოლის სიგრძე | 36,4 კმ |
| საშუალო სიღრმე | 6,6 მ |
| მაქსიმალური სიღრმე | 11,5 მ |
| მარილიანობა | 0,2 ‰ |
| აუზის ფართობი | 179 კმ² |
| ჩამდინარე მდინარეები | ციტრანკა |
| გამომდინარე მდინარე | ლუკომკა |
ლუკომლსკოე (ბელარ. Лукомскае) — გამდინარე ტბა ბელარუსში. მდებარეობს ზღვის დონიდან 164 მ სიმაღლეზე, ქალაქ ნოვოლუკომლის სიახლოვეს. ფართობი 37,71 კმ², მაქსიმალური სიღრმე 11,5 მ. გამოედინება მდინარე ლუკომკა. მიეკუთვნება დასავლეთის დვინის აუზს. ტბას უჭირავს ოვალური ტიპის ქვაბული, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 10,4 კმ-ზე, ხოლო ცენტრისკენ 6,5 კმ-მდე ფართოვდება. გარშემორტყმულია დაბალი დამრეცი კალთებით. სანაპირო ხაზი სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრლი. სამხრეთში არის ორი მცირე ზომის ყურე. ტბის ირგვლივ იზრდება ლერწამი და ლელქაში. ტბაში არის დაახლოებით 20-მდე სახეობის თევზი, რომელთა შორისაა: ნაფოტა, კაპარჭინა, ლოქორია, კობრი, წერი, თეთრულა, ფარგა, ლოქო, სქელშუბლა და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლუკომლსკოე დაარქივებული 2011-08-16 საიტზე Wayback Machine. (რუსული)