ლუკინოს კვართის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუკინოს კვართის მონასტერი
Покровский монастырь, с. Лукино.jpg
ლუკინოს კვართის მონასტერი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°58′51″ ჩ. გ. 43°36′10″ ა. გ. / 55.98083° ჩ. გ. 43.60278° ა. გ. / 55.98083; 43.60278
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ლუკინო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5201364001
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2000

ლუკინოს კვართის მონასტერი (რუს. Покро́вский монасты́рь) — მართლმადიდებლური დედათა მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის სოფელ ლუკინოში . დაარსებულია 2000 წელს. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ლუკინოს კვართის მონასტერი პირველი მონასტერია ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიაში, რომელიც დაარსდა 1917 წლის შემდეგ[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლიდან ბოგოროდსკის რაიონის სოფელ ლუკინოში დაიწყეს 1866 წელს აგებული და 1930-იან წლებში დახურული კვართის ეკლესიის აღორძინება. 2000 წელა მოაწყვეს ქალთა სამონასტრო თემი[1]. 2006 წელს აკურთხეს კვართის ეკლესია[2]. 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით წმინდა სინოდმა ჩამოაყალიბა მონასტერი[1]. 2007 წლის 26 ივნისს სერგეი მოხოვი დანიშნეს მონასტრის მთავარ მღვდლად[3]. 2009 წლის 4-5 ივნისს მონასტერში გაიარა ლიტანიობამ ორანკის ღვთისმშობლის ხატით[4].

2009 წლის 14 ოქტომბერს ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულზე ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ აღასრულა საღვთო ლიტურგია ღვთსიმშობლის კვართის მონასტრის მთავარ ტაძარში[1].

2009 წლის მონაცემებით ლუკინოს მონასტერი ერთადერთია ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიაში, რომელიც დაარსდა უახლეს პერიოდში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ[1].

მონასტრის წინამძღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის პირველი წინამძღვარი გახდა მონაზონი ბარბარა (ჟუკოვა), რომელიც დაიბადა 1942 წლის 12 ივნისს სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ ასბესტეში.

2006 წლის 14 მარტს, წმინდა ევდოკიას ხსენების დღეს სოფელ ლუკინოს ღვთისმშობლის კვართის ეკლესიაში ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მთავარეპისკოპოსმა წმინდა ბარბარეს მანტიით შემოსა წინამძვარი ბარბარე.

2006 წლის 26 დეკემბერს მოსკოვში, წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ღვთისმშობლის კვართის მონასტრის გახსნის შესახებ, მონაზონი ბარბარე დაინიშნა მის წინამძღვრად. 2007 წლის 11 იანვარს მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ არზამასის აღდგომის ტაძარში მსახურებისას წინამძღვარს ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა.

2011 წლის 6 ოქტომბერს პირველი წინამძღვარი გარდაიცვალა. დაკრძალვისა და გარდაცვალებიდან ორმოცი დღის ლიტურგიას უძღვებოდა მთავარეპისკოპოსი გიორგი.

2012 წლის 6-7 ივლისს წმინდა სინოდმა წინამძღვრად დანიშნა იღუმენია გავრილა (სუხანოვა).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]