ლუკიანე სამოსატელი
| ლუკიანე სამოსატელი | |
|---|---|
| ძვ. ბერძნ. Λουκιανὸς ὁ Σαμοσατεύς | |
![]() | |
| დაბადების თარიღი | 120[1] [2] [3] |
| დაბადების ადგილი | Samosata[1] [4] |
| გარდაცვალების თარიღი | 180[5] [6] |
| გარდაცვალების ადგილი | ათენი[7] |
| საქმიანობა | მწერალი[8] , სატირიკოსი[7] , ფილოსოფოსი[7] [9] , ბიოგრაფი და პოეტი |
| ენა | ძველი ბერძნული ენა |
| Magnum opus | A True Story, Dialogues of the Gods, Dialogues of the Dead, Dialogues of the Sea-Gods, The Mistaken Critic და Dialogues of the Courtesans |
ლუკიანე სამოსატელი (ძვ. ბერძნ. Λουκιανὸς ὁ Σαμοσατεύς; დ. დაახლ. 120, სამოსატა, სირია — გ. დაახლ. 180, ათენი) — ბერძენი მწერალი. ელინისტური პერიოდის დიდი სატირიკოსი. ლუკიანე სამოსატელმა შექმნა ორიგინალური ჟანრი — ე. წ. სატირული დიალოგი, რომელშიც ეყრდნობოდა ფილოსოფიურ დიალოგსა და ანტიკურ კომედიას. მის შემოქმედებაში რეალისტურად აისახა მონათმფლობელური საზოგადოების დაშლის პროცესი. კინიკოსთა და სტოელთა მოძღვრების გარდა ლუკიანე სამოსატელის დიალოგებს მენიპეს სატირის გავლენა ეტყობა. რელიგიის წინააღმდეგ მწერალი ხშირად იყენებს სატირულ სარკაზმს („ღმერთთან საუბრები“, „პრომეთე ანუ კავკასია“ და სხვები). თხზულებათა ერთ ნაწილში ილაშქრებს აგრეთვე სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობათა წინააღმდეგ („ლხინი“, „ორგზის ბრალდებული“, „კინიკოსი“ და სხვები). მის თხზულებებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სოციალურ საკითხებსაც („წერილები კრონოსისადმი“). ლუკიანე სამოსატელს მიაწერენ მოთხრობას „ლუკიოსი ანუ ვირი“.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს ლუციანი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 309.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 autori vari Enciclopedia Treccani — Istituto dell'Enciclopedia Italiana, 1929.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118575228 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Oxford Classical Dictionary / S. Hornblower, A. Spawforth, E. Eidinow — Oxford: OUP, 2012. — ISBN 978-0-19-173525-7
- ↑ Любкер Ф. Lucianus // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 782–783.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ Большая российская энциклопедия. Электронная версия — Большая российская энциклопедия, 2016.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Bibliothèque nationale de France Record #119135930 // BnF catalogue général — Paris: BnF.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ abART
