ლუკა ჭელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლუკა ალექსანდრეს ძე ჭელიძე (დ. 9 აპრილი, 1904, სოფ. ბუგეული, — გ. 1 ოქტომბერი, 1976, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, პროფესორი (1959).

1932 წელს დაამთავრა თსუ. სკკპ წევრი 1931 წლიდან. 1937–1962 წლებში იყო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი და ამავა ინსტიტუტის არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრის გამგე. 1962 წლიდან მუშაობდა თსუ-ში; 1966–1970 წლებში — თსუ-ის არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრის გამგე. ჭელიძის ძირითადი შრომები ეძღვნება ბენტონიტური თიხების გამოკვლევას. მის მეცნიერულ მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა დასავლეთ საქართველოში ბენტონიტური თიხების ბუნებრივ საბადოთა შესწავლას, მან შეადგინა ბენტონიტური თიხების კოლექცია. ჩაატარა ცდები ამ თიხის გამოყენებით ღვინის გასაწმენდად, დაადგინა რომ ამ მიზნით ყველაზე ეფექტურია ასკანველის, გუმბრინისა და ჩუნეშის თიხები. მანვე შეიმუშავა ღვინის გაწმენდის მეთოდი. ლუკა ჭელიძე მიჩნეულია ბენტონიტური თიხების გამოვლენისა და მათი შემადგენლობის მეცნიერული კვლევის ფუძემდებლად საქართველოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]