შინაარსზე გადასვლა

ლუკა ლაცაბიძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკა ლაცაბიძე
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
18 მარტი, 2004 (2004-03-18) (21 წლის)
დაბადების
ადგილი
ხაშური, საქართველო
სიმაღლე 193 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დინამო თბილისი
(იჯარით, დონეცკის შახტარიდან)
ნომერი 15
ახალგაზრდული კარიერა
2011–2013 ივერია ხაშური
2013–2022 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2022–2023 დინამო თბილისი-2 33 (1)
2023 დინამო თბილისი 2 (0)
2024– შახტარი დონეცკი 0 (0)
2024–   ჩორნომორეცი ოდესა 18 (0)
2025–   დინამო თბილისი 14 (1)
ეროვნული ნაკრები
2022–2023 საქართველო 19-წლ. 4 (0)
2024– საქართველო 21-წლ. 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 ნოემბერი, 2025

ლუკა ლაცაბიძე (დ. 18 მარტი, 2004) — ქართული პროფესიონალი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოს“ მცველი, იჯარით დონეცკის „შახტარიდან“.

ლაცაბიძე ეროვნული ლიგის გამარჯვებულია დინამო თბილისის შემადგენლობაში.

ლაცაბიძე ფეხბურთის თამაშს ხაშურში, ადგილობრივ ივერიაში 7 წლის ასაკში იწყებს. 2 წელიწადში ის დინამო თბილისის აკადემიაში გადადის, სადაც მთელ ახალგაზრდულ კარიერას ატარებს.[1]

ის დინამო თბილისის 2 რიგებში ასპარეზობდა მეორე და მესამე დივიზიონებში. დებიუტი მთავარი გუნდის რიგებში ჰქონდა 2022 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს თასის მატჩში სამტრედიას წინააღმდეგ.[2] ის იმ შემადგენლობის წევრი იყო, რომელმაც 2022 წელს ეროვნული ლიგა მოიგო.[3]

ამავე სეზონის ბოლოს, ლაცაბიძემ ფართო აღიარება მოიპოვა. ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ 19-წლამდელთა წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ალექსანდრე ჩივაძის ოქროს ჯილდო გადაეცა.[4]

2024 წლის 4 თებერვალს, უკრაინის პრემიერლიგის ჩემპიონმა დონეცკის შახტარმა ლაცაბიძე კონტრაქტით დაიმატა, რომელიც 2028 წლის ბოლომდეა ძალაში.[5] მან ვერ ჩაატარა ოფიციალური მატჩები და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში იჯარით შეუერთდა ჩორნომორეც ოდესას.[6]

საერთაშორისო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაცაბიძემ დებიუტი 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში 2022 წლის 29 მარტს 2023 წლის ევროპის UEFA-ს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ხორვატიის წინააღმდეგ ჩაატარა.[7]

2024 წლის 15 ნოემბერს მან სრული მატჩი ჩაატარა 21-წლამდელთა ნაკრებში, კვლავაც ხორვატიის წინააღმდეგ UEFA-ს ჩემპიონატის პლეი-ოფში.[8]

  1. ხაშურელი ფეხბურთელის დებიუტი "დინამოს" შემადგენლობაში (5 September 2022). ციტირების თარიღი: 19 November 2024
  2. Samtredia vs Dinamo Tbilisi match report (7 August 2022).
  3. დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონია (3 December 2022).
  4. GFF AWARDS - 2022 წლის საუკეთესოები (26 December 2022).
  5. „Luka Latsabidze is a Shakhtar player“. shakhtar.com. 5 February 2024. ციტირების თარიღი: 19 November 2024.
  6. „ოფიციალურად - ლაცაბიძე "ჩერნომორეცში" გადავიდა“. sportall.ge. 3 September 2024.
  7. Georgia U19 vs Croatia U19 match report. UEFA (29 March 2022).
  8. "Моряки" зіграли за збірні. FC Chornomorets (in Ukrainian) (16 November 2024).