ლუკა იერუსალიმელის მარტვილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„ლუკა იერუსალიმელის მარტვილობა“ — ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი, რომელიც შეიქმნა XIV საუკუნის პირველ ნახევარში. „ლუკა იერუსალიმელის მარტვილობის“ ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნუსხა (მიაკვლია ნიკო მარმა 1902 წელს) მოგვიანებით უნდა იყოს ჩაკინძული XI საუკუნის ხელნაწერში. ტექსტი გამოსცა დავით ყიფშიძემ 1927 წელს. თხზულება, რომელიც იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვრის ლუკა იერუსალიმელის ცხოვრების სვინაქსარული რედაქციაა, მნიშვნელოვანი წყაროა პალესტინის ქართული კოლონიის ისტორიის შესასწავლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბ., 1962;
  • გაბიძაშვილი ე., ქსე, ტ. 6, გვ. 308, თბ., 1983