ლუკა არბორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლუკა არბორი
Luca Arbore.png
გამოსახულება იოანე ნათლისმცემლის სახელობის არბორის ეკლესიაში, 1504
დაბადების თარიღი 14 სექტემბერი 1486
ჰირლეუ, მოლდოვის სამთავრო
გარდაცვალების თარიღი 25 აპრილი, 1523
ჰირლეუ, იასი, მოლდოვის სამთავრო
მოქალაქეობა მოლდოვის სამთავრო
პროფესია დიპლომატი, მხედართმთავარი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ლუკა არბორი ან არბერი (დ. 14 სექტემბერი, 1486 —გ. 25 აპრილი, 1523) — მოლდაველი ბოიარი, დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუკა არბორი დაიბადა 1486 წლის 14 სექტემბერს. იგი თავისუფლად ფლობდა ძველ საეკლესიო სლავურ, პოლონურ და ლათინურ ენებს, რამდენჯერმე იყო არმიის მეთაური. იგი გახლდათ კირსტეატ ანასტასი არბორის ვაჟი. ლუკას ჰყავდა ძმა, პიტარ იონი და და, ანუშკა, რომელიც მოგვიანებით ცოლად გაჰყვა ბოიარ კრასნეჟზს. კირსტეა ბოლომდე მთავრის ერთგული დარჩა. იგი  მოკლეს 1476 წელს ოსმალეთის არმიის შემოსევის დროს.[2]

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამთავროს სასახლის ნაშთები და არბორის სიკვდილით დასჯის ადგილი ჰარლაუში

ლუკა არბორმა მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავა 1486 წელს მოლდოვის მთავრის შტეფან III დიდის მმართველობის დროს. ის დიდი ხნის განმავლობაში სუჩავას კასტელანი გახლდათ. ხსენებული თანამდებობა აერთიანებდა სამხედრო და ადმინისტრაციულ ფუნქციებს დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად. ლუკა არბორმა 1497 წელს მოახდინა სუჩავას დაცვის ორგანიზება პოლონეთის არმიის შემოსევის დროს. როგორც მხედართმთავარი, 1502 წელს იგი მონაწილეობდა მოლდოვის მიერ  პოკუტიას ოკუპაციაში. ლუკას შეარქვეს  "ლუკა-ვლახი". იგი  ემსახურებოდა შტეფან III-ს მნიშვნელოვან დიპლომატიურ თანამდებობებზე პოლონეთში და მოსკოვის დიდ საჰერცოგოში. 1505 წელს არბორი  მოლდოვის ტახტის პრეტენდენტი იყო. ამავე დროს,   შტეფან III-ის, ვაჟის ბოგდან III-ს სამსახურში იყო, რომელსაც მისი დახმარება დასჭირდა მოლდოვა-პოლონეთის შეტაკებების დროს.  მარცხის მიუხედავად, ლუკა  არბორი ინარჩუნებდა  პოლიტიკურ პოზიციებს. ის აგრეთვე გახლდათ ბოგდანის ვაჟის — შტეფანე IV, „შტეფანიცას“ მასწავლებელი. არბორმა საკუთარი ქვეყანა შეარიგა პოლონეთთან, რომელმაც  1518 წლის აგვისტოში გაიმარჯვა ყირიმის სახანოს წინააღმდეგ წამოწყებულ ომში.

1496-1497 წლებში არბორი თან ახლდა მოსკოვის დესპანს ივან ოსჩირინს, რომელიც მოსკოვიდან მოლდოვაში გაემგზავრა.[3] ეს მისია მოლდოვას, მოსკოვსა და ლიტვას შორის მაღალი დონის ურთიერთობის ნაწილი იყო. მისიის მიზანი გახლდათ ლიტვის დიდი ჰერცოგის ალექსანდრე იაგელონჩიკის დაყოლიება, გაეწყვიტა ალიანსი პოლონეთთან. როდესაც 1497 წელს პოლონეთი შეიჭრა მოლდოვის ტერიტორიაზე და ალყა შემოარტყა სუჩავას,  ლუკა არბორმა ორგანიზება გაუწია  დედაქალაქის დაცვას.

ლუკა არბორს თავი მოჰკვეთეს აპრილში ჰარლაუს სამთავროს კარზე 1523 წელს.  მისი საოჯახო რეზიდენცია კონფისკაციას დაექვემდებარა და სახელმწიფოს გადაეცა.

განსასვენებელი ადგილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არბორის ეკლესიის ფრესკა
ლუკა არბორის გერბი, მისი ეკლესიის რელიეფის მიხედვით

წმინდა იოანე  ნათლისმცემლის  სახელობის ეკლესია— არბორის ეკლესია გახლავთ მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მდებარეობს რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ნაგებობა  სწრაფად აშენდა,  1502 წელს სოფელ არბორში. იმ ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნოდა ლუკა არბორს, შტეფან III დიდის ჰეტმანს. ეკლესია ამჟამად  სუჩავას რაიონს ეკუთვნის. იგი ერთ-ერთია  მოლდოვის რვა ეკლესიიდან, რომელიც რუმინეთიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შესული.[4]

სავარაუდოდ, ეკლესია ჩაფიქრებული იყო, როგორც არბორების საოჯახო სამარხი, რასაც მოწმობს შესაბამისი ფრესკა. ეკლესია აიგო იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის აღსანიშნავად. გარკვეულწილად ირონიული აღმოჩნდა, რადგან 21 წლის შემდეგ, 1523 წელს, შტეფანე IV-ის, შტეფან III დიდის შვილიშვილის და ლუკას მოწაფის თაოსნობით ლუკა არბორს და მის ორ ვაჟს ღალატის ბრალდებით თავები მოჰკვეთეს.

შიდა ფრესკები მხოლოდ 1523 წელს დასრულდა, ხოლო გარე ფრესკები 1541 წელს შეუკვეთა  ლუკას შვილიშვილმა ანამ. ეკლესია ქვებითაა ნაგები. მას აქვს სწორკუთხა ფორმა და დამახასიათებელი წაგრძელება გვერდითი კედლების დასავლეთით, რომლებიც ბოლოვდება თაღით, რომელიც, როგორც ჩანს, სამრეკლოს ფუნქციას ასრულებდა. ამ ხუროთმოძღვრულ ძეგლს ღირებულებას ანიჭებს 1503-1504 წლების შიდა მხატვრობა, აგრეთვე 1538 წლის ოსმალთა შემოსევის შემდეგ ოსტატი დრაგოსინის (1541 წ.) ( მღვდელი კომანის ვაჟი ქალაქ იასიდან) მიერ შესრულებული გარე მხატვრობა.  მხატვრობა ამჟამად დაზიანებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mihai Adauge, "Invazia tătarilor în vara anului 1518 și lupta de la Ștefănești. Reconstituire", in Studii de Securitate și Apărare, Issue 2/2012, pp. 70–87.
  • Cristian Nicolae Apetrei, Reședințele boierești din Țara Românească și Moldova în secolele XIV–XVI. Brăila: Editura Istros, 2009. ISBN 978-973-1871-32-5
  • Lucian Boia, History and Myth in Romanian Consciousness. Budapest & New York: Central European University Press, 2001. ISBN 963-9116-96-3
  • Cătălina Chelcu, Marius Chelcu, "«...din uricul pe care strămoșii lor l-au avut de la bătrânul Ștefan voievod». Întregiri documentare", in Petronel Zahariuc, Silviu Văcaru (eds.), Ștefan cel Mare la cinci secole de la moartea sa, pp. 108–163. Iași: Editura Alfa, 2003. ISBN 973-8278-27-9
  • Ion C. Chițimia, "B. P. Hasdeu", in Alexandru Dima, Ion C. Chițimia, Paul Cornea, Eugen Todoran (eds.), Istoria literaturii române. II: De la Școala Ardeleană la Junimea, pp. 664–705. Bucharest: Editura Academiei, 1968.
  • Emil Dragnev, "Registrele profeților și apostolilor din tamburul turlei bisericii Sf. Gheorghe din Suceava și contextul artei post-bizantine", in Tyragetia, Vol. IX, Issue 2, 2015, pp. 51–78.
  • Valentina Eșanu, "Luca Arbore în misiuni diplomatice ale lui Ștefan cel Mare", in Akademos, Issue 4/201, pp. 136–141.
  • Alexandru Furtună, "File din istoria satului Hiliuți, raionul Râșcani", in Enciclopedica. Revistă de Istorie a Științei și Studii Enciclopedice, Issues 1–2/2014, pp. 168–171.
  • Евгений Ловинеску, История современной румынской литературы. Кишинев: Издательство «Литера», 1998. — с. 301

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Constantin Velichi, "Documente inedite de la Ștefan-cel-mare la Ieremia Movilă", in Revista Istorică, Issues 7–9/1934, p. 245
  2. Константин Величи «Неопубликованные документы Стефана Великого в исторических вопросах» // Исторический журнал.-изд.№ 7-9. — 1934. — С. 291.
  3. Ion Nistor, «La mormântul lui Luca Arbore», in Cultura Poporului, August 24, 1924, p. 3
  4. Periodic Report, Second Cycle. Section II - Churches of Moldavia, UNESCO, October 13, 2014