ლუკას სელარაიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკას სელარაიანი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
20 ივნისი, 1992 (1992-06-20) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
კორდოვა, არგენტინა
სიმაღლე 174 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
კოლუმბუს კრიუ
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
ბელგრანო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012–2015 ბელგრანო 75 (10)
2016–2020 ტიგრესი 113 (21)
2020– კოლუმბუს კრიუ 38 (13)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ლუკას მანუელ სელარაიანი (დ. 20 ივნისი, 1992) — ამერიკის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის („Major League Soccer“) კლუბ „კოლუმბუს კრიუსა“ და სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი. დაიბადა და გაიზარდა არგენტინაში. საერთაშორისო დონეზე წარმოადგენს სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელგრანო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა კორდოვაში, არგენტინაში. ახალგაზრდული კარიერა გაატარა საფეხბურთო კლუბ „ბელგრანოში“. მისი დებიუტი პროფესიონალურ დნოეზე შედგა 2012 წლის 25 აპრილს. მეორე ტაიმში „როსარიო ცენტრალთნ“ წაგებულ სათასო შეხვედრაში (1-2) მოედანზე შეცვალა ლუკას პაროდი.

სელარაიანის დებიუტი არგენტინის პრიმერა დივიზონში 2013 წლის 1 მარტს შედგა. „ნიუელს ოლდ ბოისთან“ 0-2 წაგებულ შეხვედრაში ცვლილებაზე შევიდა ხორხე ველასკესის ნაცვლად.[1] ამავე წლის 7 აპრილს „რივერ პლეიტთან“ წაგებულ შეხვედრაში გაიტანა თავისი კარიერის პირველი გოლი. „ბელგრანო“ ანგარიშით 1-2 დამარცხდა.[2]

2014 წლის 5 დეკემბერს, მას შემდეგ რაც იქცა გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრად, სელარაიანმა „ბელგრანოსთან“ კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა.[3]

ტიგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 21 დეკემბერს, სეალარაინმა შეათანხმა კონტრაქტი მექსიკის საფეხბურთო ლიგის კლუბ „ტიგრესთან“[4] მისი დებიუტი კლუბში 2016 წლის 10 იანვარს შედგა. „დეპორტივო ტოლუკასთან“ წაგებულ შეხვედრაში სელარაიანმა მოედანზე რაფაელ სობისი შეცვალა. სელარაიანმა კლუბის რიგებში პირველი გოლი 2016 წლის 6 თებერვალს, საფეხბურთო კლუბ „ჩიპასთან“ ანგარიშით 3-1 მოგებულ შეხვედრაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. 2017 წლის 22 იანვარს გაუტანა საფეხბურთო კლუბ „ამერიკას“. მატჩი „ტიგრესის“ გამარჯვებით, ანგარიშით 4–2 დასრულდა.

კოლუმბუს კრიუ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 20 დეკემბერს სელარაიანი შეუერთდა „MLS“-ის კლუბ „კოლუმბუს კრიუს“..[5] სელარაიანის დებიუტი შედგა „ნიუ-იორკ სიტის“ წინააღმდეგ. მან მოახერხა შეხვედრაში გამარჯვების მომტანი გოლის გატანა, შეხვედრის 56-ე წუთზე..[6] 2020 წლის რეგულაური სეზონის ბოლოს სელარაიანი დასახელდა ამერიკის უამღლესი საფეხბურთო ლიგის წლის საუკეთესო ახალწვეულად. სელარაიანმა ამერიკის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის თასის ფინალში „სიეთლზ საუნდერსის“ წინააღმდეგ მოახერხა ორი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება. გუნდმა შეხვედრა ანგარიშით 3-0 მოიგო და მოახერხა არსებობის ისტორიაში მეორედ დაუფლებოდა თასს. მისმა ასეთმა თამაშმა განაპირობა ის, რომ შეხვედრის შემდეგ სელარაიანი თასის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დასახელდა.[7] გარკვეული ტრავმების მიუხედავად სელარაინმა სეზონი „კოლუმბუსის“ რიგებში 21 ჩატარებული შეხვედრითა და 8 გოლით დაასრულა.[8]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინაში დაბადებული სელარაიანი სომხური წარმოშობისაა. სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდან მოწვევა 2018 წლის ივნისში მიიღო.[9]სამი წლის შემდეგ, 2021 წლის ოქტომბერში დასთანხმდა სომხეთის ეროვნული საფეხბურთოს ნაკრების რიგებში თამაშს.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Scocco abrió el camino para el triunfo de Newells ante Belgrano es. ESPN Deportes (2 March 2013). ციტირების თარიღი: 30 December 2017
  2. Belgrano venció a River y lo dejó sin la punta es. ESPN Deportes (7 April 2014). ციტირების თარიღი: 30 December 2017
  3. Zelarayán extendió hasta 2018 su contrato con Belgrano es. Cadena 3 (5 December 2014). ციტირების თარიღი: 30 December 2017
  4. Zelarayán se suma a los Tigres es. Tigres UANL (21 December 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ოქტომბერი 2021. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი 2021.
  5. Columbus Crew SC acquires attacking midfielder Lucas Zelarayan as a Designated Player. Columbus Crew (20 December 2019). ციტირების თარიღი: 3 June 2021
  6. Myers, Jacob. Crew 1, NYC FC 0 | Lucas Zelarayan's goal in debut gives Crew season-opening win. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ოქტომბერი 2021. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი 2021.
  7. Columbus' Zelarayan named MLS Cup MVP en (13 December 2020). ციტირების თარიღი: 15 December 2020
  8. Argentina - L. Zelarayán - Profile with news, career statistics and history - Soccerway. ციტირების თარიღი: 16 December 2020
  9. L'arméno-argentin Lucas Zelarayan invité en sélection nationale (...) - Nouvelles d'Arménie en Ligne.
  10. Lucas Zelarayán to play for Armenian national team.