ლუკასის ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკასის ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა მამრი 6-9 კგ
მდედრი 5-8 კგ
სიმაღლე მამრი 25-30 სმ
მდედრი 22-27 სმ
ბეწვი ნებისმიერი ფერის
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ლუკასის ტერიერი (ინგლ. Lucas Terrier) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი ინგლისში 1940-იანი წლების ბოლოს.[1]

სერ ჯოსელინ ლუკასი ცდილობდა სილიჰემ-ტერიერის ზომის შემცირებას, ამ მიზნით მან შეაჯვარა სილიჰემი და ნორფოლკ-ტერიერი, რის შედეგადაც მიიღო თავისი სახელობის ჯიში. ეს ჯიში ჯერჯერობით აღიარებული არ არის.

ეს ბრიტანული ჯიში ჰგავს ამერიკასა და ევროპაში აღიარებულ ჩეხურ ტერიერს. ლუკასის ტერიერი ადვილად ეგუება ახალ პირობებს. ამ ჯიშის მომავალი გაურკვეველია.

ლუკასის ტერიერს აქვს ზომიერი სიგრძის კისერი, დიდი, კეთილი თვალები, წვერი და ულვაშები, დიდი თათები ბალნითაა დაფარული. ბალნის შეფერილობა შეიძლება ნებისმიერი იყოს. ის კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, სიცივეს, არ სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, კარგი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „The Countryman's Weekly“. 10 April 1998. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)