შინაარსზე გადასვლა

ლუი I (ვენდომის გრაფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი I დე ბურბონი
დაბადების თარიღი 1376
გარდაცვალების თარიღი 21 დეკემბერი, 1446, (69-70 წლის)
ეროვნება ფრანგები
წოდება ვენდომის გრაფი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ბლანშ დე რუსი
ჟანა დე ლავალი
მშობლები მამა: ჟან I, ლა მარშის გრაფი
დედა: კატრინ ვენდომელი

ლუი I დე ბურბონი (ფრანგ. Louis Ier de Bourbon; დ. 1376 — გ. 21 დეკემბერი, 1446) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ლა მარშის გრაფ ჟან I-ისა და კატრინ ვენდომელის შუათანა ვაჟი. ვენდომის გრაფი.

ბიოგრაფია და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი დაიბადა 1376 წელს საფრანგეთში. იგი იყო ლა მარშის გრაფ ჟან I-ისა და მისი მეუღლის, კატრინ ვენდომელის შუათანა ვაჟი. მამის გარდაცვალების შემდეგ მის უფროს ძმას, ჟაკ II-ს ლა მარშის გრაფობა, ხოლო ლუის ვენდომის გრაფობა ერგო.

ლუი იყო ძლევამოსილი ორლეანის ჰერცოგის მომხრე და მისი მხარდამჭერი, რის გამოც ჰერცოგმა მას საფრანგეთის სამეფო საბჭოში ადგილი მისცა. მას შემდეგ, რაც ბურგუნდიელებსა და არმანიაკებს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო, ლუი ორივე მხარეს უჭერდა მხარს. 1414 წელს მან ცოლად შეირთო ბლანშ დე რუსი, თუმცა მომდევნო წელს იგი ინგლისელებს ტყვედ ჩაუვარდა აზენკურის ბრძოლაში და არც თუ ისე მცირე დრო გაატარა ტყვეობაში. მას ბლანშთან შვილები არ ჰყოლია, რადგან ბლანში 1421 წელს დაიღუპა, ლუი კი 1423 წელს გაანთავისუფლეს.

1424 წელს მან ცოლად შეირთო ჟანა დე ლავალი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:

  1. კატრინი (1425-?);
  2. გაბრიელი (1426-?);
  3. ჟან VIII (1425-1477), ვენდომის გრაფი, ცოლად შეირთო იზაბელ დე ბევე;

მრავალწლიანი ინგლისური ტყვეობის დროს, ლუის ერთ-ერთ ინგლისელ ქალთან, სიბილა ბოსტუმთან შეეძინა უკანონო შვილი:

  1. ჯონი (1420-1496), ვენდომის ბასტარდი;

იგი იბრძოდა ლეგენდარული ჟანა დ'არკის მხარდამხარ 1429 ორლეანთან და დაესწრო შარლ VII-ის მეფედ კურთხევას რეიმსში. იგი გარდაიცვალა 1446 წლის 21 დეკემბერს.

  • Askins, William (2000). "The Brothers Orleans and their Keepers". In Arn, Mary-Jo. Charles D'Orléans in England, 1415-1440. D.S. Brewer.
  • Grammit, David (2010). "Battle near Crevant". In Rogers, Clifford J. The Oxford Encyclopedia of Medieval Warfare and Military Technology. Vol. 1. Oxford University Press.
  • Henneman, John Bell (1995). "Bourbon". In Kibler, William W. Medieval France: An Encyclopedia. Routledge.