ლუი ტომლინსონი
ლუი ტომლინსონი | |
---|---|
![]() ტომლინსონი 2014 წელს. | |
დაბადების სახელი | ლუი ტროი ოსტინი |
დაბადების თარიღი |
24 დეკემბერი, 1991 დონკასტერი, სამხრეთი იორკშირი, ინგლისი |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2010–დღემდე |
შვილ(ებ)ი | 1 |
ჟანრ(ებ)ი | პოპი, ბრიტპოპი, ინდი-როკი, პოპ-როკი |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
ლეიბლ(ებ)ი | |
ასოციაციები |
ლუი უილიამ ტომლინსონი (ინგლ. Louis William Tomlinson (/ˈluːi ˈtɒmlɪnsən/ დაბადებული ლუი ტროი ოსტინი ინგლ. Louis Troy Austin) (დ. 24 დეკემბერი, 1991[1]) — ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ბოიბენდ One Direction-ის წევრი. კარიერა დაიწყო, როგორც მსახიობმა, გამოჩნდა რა ITV-ს დრამატულ ფილმში „შენ რომ მყოლოდი“ და BBC-ის დრამატულ „Waterloo Road“-ში.
2010 წელს, მას შემდეგ, რაც სოლო-შემსრულებლის სახით წარუმატებელი იყო, One Direction-ის შემადგენლობაში გამოდიოდა ბრიტანულ The X Factor-ში. ტომლინსონი ჯგუფის სიმღერების ერთ-ერთი წამყვანი ავტორია.[2] მას შემდეგ, რაც 2015 წელს კოლექტივმა დროებით შეწყვიტა აქტიურობა, ტომლინსონმა გამოუშვა სადებიუტო სოლო-სინგლები „Just Hold On“ და „Back to You“. ეს უკანასკნელი შევა მის სტუდიურ ალბომში, რომელიც 2017 წელს Epic Records-ზე გამოვა.[3]
2013 წელს ტომლინსონი არასაკონტრაქტო პირობებით გახდა „დონკასტერ როვერსის“ ფეხბურთელი. იმავე წელს მან ჩამოაყალიბა საკუთარი ლეიბლი Triple Strings, One Direction-ის Syco-ს იმპრინტი[4] 2017 წელს ლუი მოხვდა Debrett's-ის ბრიტანეთის ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში.[4]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლუი ტომლინსონი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Louis Tomlinson. IMDb.com. ციტირების თარიღი: 14 January 2017.
- ↑ Steiner, Amanda Michelle (9 November 2015). „One Direction's Louis Tomlinson: Soundtrack of My Life“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 22 July 2017.
- ↑ Halperin, Shirley (14 July 2017). „One Direction’s Louis Tomlinson Signs With Epic Records“. Variety. ციტირების თარიღი: 15 July 2017.
- ↑ 4.0 4.1 „Debrett's 500 List: Music“. The Telegraph. 21 January 2017.
|