ლუი ბლანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი ბლანი
ფრანგ. Louis Blanc
დაბ. თარიღი 29 ოქტომბერი, 1811(1811-10-29)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი მადრიდი[8]
გარდ. თარიღი 6 დეკემბერი, 1882(1882-12-06)[9] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (71 წლის)
გარდ. ადგილი კანი
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო[10] და Grave of Blanc
მოქალაქეობა ესპანეთი
საფრანგეთი
საქმიანობა ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ისტორიკოსი[11] , მწერალი[11] და მთავარი რედაქტორი
ხელმოწერა

ლუი ბლანი (ფრანგ. Louis Blanc; დ. 29 ოქტომბერი, 1811, მადრიდი, ესპანეთი — გ. 6 დეკემბერი, 1882, კანი, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა) — ფრანგი საზოგადო მოღვაწე, სოციალისტური იდელოგიის მატარებელი პოლიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციის სულისჩამდგმელი.

ახალგაზრდობიდანვე სახელი გაითქვა თანამედროვე შეხედულებებითა და მუშათა უფლებების დაცვით. 1833-1846 წლებში სოციალისტური მოძღვრების გამო გადასახლებული იყო ინგლისში. 1847 წელს გამოსცა წიგნი საფრანგეთის რევოლუციის შესახებ, რომელიც იმდროინდელი მოსახლეობის აჯანყების ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორად იქცა. ეკონომიკური კრიზისის დროს, ლუი ბლანი დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო ლუი-ფილიპ ორლეანელისა და სამეფო ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლები.

1848 წლის რევოლუციისას დროებითი მთავრობის წევრი გახდა და დაინიშნა შრომის მინისტრად. ეს თანამდებობა 1852 წლამდე შეინარჩუნა. 1858 წელს ბლანი მთავრობამ სახელმწიფო საქმიანობას ჩამოაშორა და ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა, ნაპოლეონ III-მ ისევ ინგლისში გადაასახლა. ინგლისში ყოფნის დროს ბლანი თავის მემუარებში ხშირად წერდა საფრანგეთის მთავრობის უპრინციპობისა და უნაყოფობის შესახებ.

1870 წელს უშედეგო მმართველობის გამო ნაპოლეონ III-ც ჩამოაგდეს და დამყარდა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა. ბლანი იმავე წელს ისევ დაბრუნდა საფრანგეთში და ცხოვრების უკანასკნელი წლები ქალაქ კანში დაჰყო თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად.

დიდხნიანი ავადმყოფობის შემდეგ, 1882 წლის 6 დეკემბერს კანში ყოფნის დროს გარდაიცვალა, 71 წლის ასაკში. დაკრძალეს იქვე, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Sycomore / Assemblée nationale
  2. 2.0 2.1 Vidalenc J. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Babelio — 2007.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  6. 6.0 6.1 GeneaStar
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. Блан Луи // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  10. Moiroux J. Le cimetière du Père-LachaiseParis: 1908. — P. 75.
  11. 11.0 11.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118663704 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.