ლუი-ევგენი კავენიაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუი-ევგენი კავენიაკი
Louis Eugène Cavaignac
Louis Eugène Cavaignac MdesA 2014.jpg
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი
მმართ. დასაწყისი: 23 ივნისი, 1848
მმართ. დასასრული: 20 დეკემბერი, 1848
წინამორბედი: ფრანსუა არაგო
მემკვიდრე: ოდილონ ბარო
საფრანგეთის ომის მინისტრი
მმართ. დასაწყისი: 17 მაისი, 1848
მმართ. დასასრული: 29 ივნისი, 1848
წინამორბედი: ფრანსუა არაგო
მემკვიდრე: ჟან-ბატისტ ადოლფ შარასი
საფრანგეთის ალჟირის გუბერნატორი
მმართ. დასაწყისი: 24 თებერვალი, 1848
მმართ. დასასრული: 29 აპრილი, 1848
წინამორბედი: ანრი ორლეანელი
მემკვიდრე: ნიკოლა შენგარნიე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 ოქტომბერი, 1802
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთის პირველი იმპერია
გარდ. თარიღი: 28 ოქტომბერი, 1857
გარდ. ადგილი: იურნე, საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა
რელიგია: ქრისტიანობა, კათოლიციზმი

ლუი-ევგენი კავენიაკი (ფრანგ. Louis-Eugène Cavaignac; დ. 15 ოქტომბერი, 1802, პარიზი, საფრანგეთი — გ. 28 ოქტომბერი, 1857, იურნე, საფრანგეთი) — ფრანგი მარშალი, პოლიტიკოსი, დიპლომატი, საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, 1848 წლის რევოლუციის აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი. პრემიერ-მინისტრი 1848 წელს, იმავე წელს დანიშნული იყო ალჟირის გუბერნატორად და ომის მინისტრად.

1830 წელს მსახურობდა ლუი-ფილიპ ორლეანელის ერთგულთა არმიაში. 1831 წელს დაითხოვეს ჯარიდან რესპუბლიკური შეხედულებების გამო, მაგრამ 1832 წელს გაიწვიეს ალჟირში და დანიშნეს აფრიკის ფრონტის მეთაურად. მისი სარდლობით ფრანგებმა ოსმალთა მფლობელობაში მყოფი ალჟირის ოკუპირება მოახერხეს.

1848 წლის თებერვალში მონაწილეობა მიიღო რევოლუციაში. იმავე წელს დაიკავა სხვადასხვა თანამდებობები, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც. ივნისში სასტიკად ჩაახშო მუშათა აჯანყება, რომლის დროსაც 12,000-მდე ადამიანი დაიღუპა. მალევე მთელ ქვეყანაზე კონტროლის დამყარება განიზრახა, რაც ვერ მოახერხა. 1848 წლის 20 დეკემბერს საფრანგეთში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად დამყარდა საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა და პრეზიდენტად არჩეულ იქნა ნაპოლეონ III. კავენიაკმა ვერ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება და არჩევნების დღესვე დატოვა პოსტი.

თანამდებობის დატოვების შემდეგ აქტიურად ჩაერთო ოპოზიციის მხარეს. ის 1851 წელს მცირე ხნით დააპატიმრეს კიდეც. პატიმრობის შემდეგ ის დაოჯახდა და სიცოცხლის ბოლო წლები იურნეში გაატარა, სადაც აღესრულა 1857 წელს, 55 წლის ასაკში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]