ლუიტგარდ ვერმანდუელი
იერსახე
| ლუიტგარდ ვერმანდუელი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | დაახლ. 914 |
| გარდაცვალების თარიღი | 9 თებერვალი, 978 |
| მეუღლე(ები) |
უილიამ ლონგსუორდი ტეობალდ I (ბლუას გრაფი) |
| მშობლები |
მამა: ჰერბერტ II ვერმანდუელი დედა: ადელ ფრანგი |
ლუიტგარდ ვერმანდუელი (დაახლ. 914 — 9 თებერვალი, 978) — ჰერბერტიანების დინასტიის წარმომადგენელი დიდგვაროვანი ქალი, ცხოვრობდა დასავლეთ ფრანკთა სამეფოში. მართავდა რუანსა და ნორმანდიას პირველი ქორწინების განმავლობაში, ხოლო ბლუასა და შარტრს მეორე ქორწინებისას. იყო ჰერბერტ II ვერმანდუელისა და ადელის, რობერტ I ფრანგის შვილის ქალიშვილი.[1] პირველად გათხოვდა უილიამ I ნორმანდიელზე, 940 წლამდე.[2] უილიამის 942 წელს გარდაცვალების შემდეგ, ცოლად გაჰყვა ტეობალდ I ბლუელს 943 ან 944 წელს.[2]
მეორე ქორწინებიდან სულ ცოტა სამი შვილი უნდა შესძენოდა:
- ჰიუ, ბურჟის არქიეპისკოპოსი (გ. 985);
- ოდო (გ. 996), ბლუას გრაფი;
- ემა (გ. 1003), გათხოვდა უილიამ IV აკვიტანიის ჰერცოგზე;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (2011) The Annals of Flodoard of Reims, 916–966. University of Toronto Press.
- McKitterick, Rosamond (1999). The Frankish Kingdoms under the Carolingians, 751-987. Longman.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Fanning & Bachrach 2011, p. 21 n.77.
- ↑ 2.0 2.1 McKitterick 1999, p. 361.