ლუის პარკერი
| ლუის პარკერი | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 1 იანვარი, 1906 |
| დაბ. ადგილი | ბუდაპეშტი |
| გარდ. თარიღი | 21 ივნისი, 1993 (87 წლის) |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | გამომგონებელი |
| ალმა-მატერი | ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯი |
| ჯილდოები | ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[1] |
ლუის პარკერი (ინგლ. Louis W. Parker, დ. 1 იანვარი, 1906, ბუდაპეშტი — გ. 21 ივნისი, 1993, ბრევარდი, ფლორიდა) — ამერიკელი გამომგონებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუის პარკერი უნგრული წარმოშობისაა. მშობლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო 1932 წლიდან აშშ-ის მოქალაქე გახდა. განათლება მიიღო ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯში.
პირველად სახელი გაითქვა 1929 წელს, სასტუმროს რადიოსისტემის წყალობით, რომელიც დაბალსიხშირული სიგნალების შენობაში ელექტრო სადენებით გადაცემას იყენებდა. მოგვიანებით მუშაობდა თვითმფრინავების რადიოპელენგატორებსა და ელექტრონულ-სხივურ ოსცილოგრაფებზე, რამაც იგი ტელევიზიის, კერძოდ კი დახურული სატელევიზიო სისტემების შექმნამდე მიიყვანა. მეორე მსოფლიო ომის დროს პარკერმა შექმნა და აწარმოებდა პორტატულ რადიოგადამცემებს სამხედრო მიზნებისთვის.
ომის შემდეგ, მან შექმნა მზიდველთაშორისი ბგერის სისტემა, რომელიც დღემდე გამოიყენება ყველა ტელევიზორში. ამ სისტემის გარეშე, ტელევიზორები ასე კარგად ვერ იმუშავებდნენ და უფრო ძვირი იქნებოდნენ. იგი მუშაობდა „ITT Corporation“-ში.
მისი კარიერის განმავლობაში, პარკერმა ორასზე მეტი გამოგონება შექმნა, მათ შორის ტელევიზიისთვის აუდიო-ვიდეო სინქრონიზატორი და ჟანგბადის დონის მონიტორი „აპოლონის“ პროგრამისთვის.
პარკერის სხვა გამოგონებებს შორის იყო ფერადი ტელევიზიის პირველი სისტემა, სადაც იყენებდა ვერტიკალურ ფერად ხაზებს. ამან შესაძლებელი გახადა თავდაპირველი სამფეროვანი წერტილების სისტემიდან ვერტიკალური ფერადი ხაზების უფრო მარტივ სისტემაზე გადასვლა.
მოგვიანებით, მან გამოიგონა ელექტრული ინსტრუმენტები, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა არსებულ ანალოგებს და საფუძველი ჩაუყარა კორპორაციას „Parker Instrument Corporation“. ნასამ ეს კომპანია შეარჩია, რათა მას მიეწოდებინა შერჩეული ინსტრუმენტები „აპოლონის“ პილოტირებულ მისიებში, მთვარეზე გასაფრენად.
გარდაიცვალა მიოკარდიუმის ინფარქტით.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1988 წელს ის შეიყვანეს გამომგონებლების ეროვნულ დიდების დარბაზში (აშშ).