ლუის ესპანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუის ესპანელი
Don Luis de Borbón, Infante of Spain (1727-1785) by Anton Raphael Mengs.jpg
დაბ. თარიღი 25 ივლისი, 1727
სევილია, ესპანეთი
გარდ. თარიღი 7 აგვისტო, 1785, (58 წლის)
ავილა, ესპანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება ჩიჩონის გრაფი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარია ტერეზა დე ვალაბრიგა
შვილ(ებ)ი ლუის მარია, კარდინალი
მარია ტერეზა, ჩიჩონის გრაფინია
მარია ლუისა, სან ფერნანდოს ჰერცოგინია
მშობლები მამა: ფილიპე V, ესპანეთის მეფე
დედა: ისაბელ ფარნეზე

ლუის ესპანელი (ესპ. Luis de España; დ. 25 ივლისი, 1727 — გ. 7 აგვისტო, 1785) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და ისაბელ ფარნეზეს უმცროსი ვაჟი. ჩიჩონის გრაფი 1761-85 წლებში. ესპანეთის ინფანტი, რომის სანტა მარია დელა სკალას საკათედრო ტაძრის კარდინალ-დიაკვანი, ტოლედოს არქიეპისკოპოსი და ესპანეთის პრიმატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუისი დაიბადა 1727 წლის 25 ივლისს სევილიაში, ესპანეთში. იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ისაბელ ფარნეზეს უმცროსი ვაჟი. ვინაიდან მას ოთხი უფროსი ძმა ჰყავდა და ტახტზე ასვლის შანსი არ ჰქონდა, მშობლებმა მისი რელიგიური კუთხით აღზრდა დაიწყეს. 1735 წელს, შვიდი წლის ასაკში იგი უკვე ტოლედოს არქიეპისკოპოსი გახდა, ამავე წლის სექტემბერში კი იგი ესპანეთის პრიმატიც ხდება. ამას მალევე მოჰყვა მისი იტალიაში გამგზავრება და კარდინალ-დიაკვანად დანიშნვა, თუმცა როდესაც დავაჟკაცდა უარი თქვა ეკლესიურ ცხოვრებაზე და საერო ცხოვრებას მიჰყო ხელი.

1761 წელს იგი ჩიჩონის გრაფი გახდა, რომელსაც მანამდე მისი ძმა, ახლა უკვე პარმის ჰერცოგი ფილიპე ატარებდა. 1724 წელს მისი ძმის, ლუის I-ის, ხოლო 1759 წელს მეორე ძმის, ფერდინანდ VI-ის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ, ლუისი ესპანეთის რიგით მესამე ტახტის მემკვიდრე გახდა. თუმცაღა მას ორი უფროსი და მრავალშვილიანი ძმა ჰყავდა, რის გამოც იგი შესაძლოა ითქვას, რომ კვლავ უშანსოდ იყო. ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი კიდევ ერთი ძმა კარლ III ავიდა, რომლის ვაჟიც, ფერდინანდ I სიცილიისა და ნეაპოლის მეფედ იჯდა.

ლუისი ხელოვნებისა და კულტურის დიდი მფარველი იყო. იგი პატრონობდა უამრავ მხატვარსა და მუსიკოსს. ლუისი გარდაიცვალა 1785 წლის 7 აგვისტოს მადრიდში, 58 წლის ასაკში, დაკრძალეს ქალაქ მადრიდის ესკორიალის სამეფო აკლდამაში.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1776 წლის 27 ივნისს ცოლად შეირთო მარია ტერეზა დე ვალაბრიგა, რომელთანაც შეეძინა შემდეგი შვილები:

  1. ლუის მარია (1777-1823), კათოლიკე კარდინალი და ჩიჩონის გრაფი, გარდაიცვალა უცოლ-შვილო;
  2. მკვდარშობილი ბავშვი (1778);
  3. მარია ტერეზა (1779-1828), ჩიჩონის გრაფინია, ცოლად გაჰყვა პიასეს პრინც მანუელ გოდოის, რომელთანაც ერთი ქალიშვილი შეეძინა;
  4. მარია ლუისა (1780-1846), ცოლად გაჰყვა სან ფერნანდოს ჰერცოგს;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Los Borbones en España: Cunas, bodas y mortajas, José Luis Vila-San-Juan, 1998, Plaza & Janés.
  • Al sur de Gredos, Faustino García Fraile, 1997, Miján.
  • Carlos III, José Antonio Vaca de Osma, 1997, Ediciones Rialp.
  • Los desconocidos Infantes de España, Ricardo Mateos Sáinz de Medrano, 1996, Editorial Thassàlia.
  • Goya (Grandes maestros de la pintura clásica), Enrique Arias Anglés, 1996, Editorial Debate.
  • Diccionario de los Reyes de España (tomo II), M. Ríos Mazcarelle, 1995, Alderabán Ediciones.
  • Pintura en España. 1750–1808, José Luis Morales y Marín, 1994, Ediciones Cátedra.